სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რომელი სოციალური ქსელებია პოპულარული ქართველ თინეიჯერებში?
09-08-2020
-
+


სიურპრიზი არ იქნება თუ გეტყვით, რომ დღეს თინეიჯერები სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებენ.

რატომ იყენებენ თინეიჯერები სოციალურ ქსელებს?

სოციალური მედია თინეიჯერებისთვის გზაა თანატოლებთან იურთიერთონ. ადრე მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ ადგილობრივ პარკში ან ავტობუსის გაჩერებებზე ლაპარაკობდნენ, მერე მობილურ ტელეფონებზე გადავიდნენ, დღეს კი ეს ყველაფერი ინტერნეტ პლატფორმამ ჩაანაცვლა.

თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელები თინეიჯერებისთვის სოციალიზაციის მნიშვნელოვანი გზაა. მთავარი მიზეზები, თინეიჯერები სოციალურ ქსელებს რატომაც იყენებენ, არის:

  • მეგობრებთან საუბარი
  • სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანება
  • ინფორმაცია ღონისძიებებზე (კონცერტები, ფილმის ჩვენება, სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური საღამოები, გამოფენები, გასართობი თამაშები და ა.შ)
  • ახალი ადამიანების გაცნობა
  • გრძნობა, რომ სოციალურ ქსელს თუ არ იყენებენ, ბევრს გამოტოვებენ
  • ან უბრალოდ მაშინ, როცა გასაკეთებელი არაფერი აქვთ და მოწყენილები არიან.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღესდღეობით თინეიჯერებში ფეისბუკი ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც ცოტა უფრო მოზრდილ თაობებში. ისინი აქტიურები სხვა პლატფორმებზეც არიან. გთავაზობთ ქართველი თინეიჯერებისთვის სამ ძალიან პოპულარულ სოციალურ ქსელს.



ინსტაგრამი

სოციალურ ქსელში „ინსტაგრამი“ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარების შესაძლებლობა აქვთ. არსებობს მისი როგორც მობილური აპლიკაცია, ასევე ვებსაიტი. ინსტაგრამის მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები თავიანთ ფოლოვერებს (მიმდევრებს) ან მეგობრების კონკრეტულ ჯგუფს გაუზიარონ. მათ შეუძლიათ ნახონ, კომენტარი გაუკეთონ და მოიწონონ მათი მეგობრების მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები. ყველას, 13 წლის ზემოთ, ინსტაგრამზე პროფილის შემქნა შეუძლია.



ფეისბუკი

ფეისბუკი ეს არის სოციალური ქსელი, რომელიც გეხმარებათ მეგობრებს ან უცნობ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაუკავშირდეთ. 2004 წელს ფეისბუკი კოლეჯის სტუდენტებისთვის, მარკ ცუკერბერგმა შექმნა. მაშინ იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა დროსთან ერთად მისი მომხმარებლების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ყველას, 13 წლის ზემოთ შუძლია ფეისბუკზე დარეგისტრირდეს. დღესდღეობით ფეისბუკი მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელია, რომელსაც 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.



ტიკტოკი

ტიკტოკი ვიდეოების გაზიარების სოციალური ქსელია. ის არ არის იუთუბის მსგავსი, აქ რეალური მოკლე ვიდეოების ატვირთვა შეგიძლიათ. ტიკტოკზე მომხმარებლები ორიგინალ სიმღერებზე შესაბამის ვიდეოებს იღებენ და ტვირთავენ. აქაც მომხმარებლები ერთმანეთის ფოლოვერები შეიძლება გახდნენ, ვიდეოები კი საჯაროდ გამოაქვეყნონ. ფოლოვერების რაოდენობას ტიკტოკის შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ტიკტოკზე ბევრი ინფლუენსერია და მათ ბერი ფოლოვერი ჰყავთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება