სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მონაწილე მოსწავლეები ყოველთვის მოტივაციას აძლევენ სხვა ბავშვებსაც“ - ადიგენში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
21-02-2020
-
+


20 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა.

12 მარტს გაიმართება მეორე ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი:

„ტესტირებამ ყველა სკოლაში წარმატებით ჩაიარა. ყველაფერი კარგად ორგანიზებული იყო. მე მხარს ვუჭერ „ეტალონის“ პროექტს, ძალიან მომწონს, აქტიურად ვთანამშრომლობთ „ეტალონის“ ჯგუფთანაც და ბატონ გოჩასთანაც. სკოლები და შობლები აქტიურად არიან ჩართულები izrune.ge-შიც. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევ მეტად იაქტიურონ, არ დაიბნენ და რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ზურაბ ბეთხოშვილი:

„ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ბავშვების აქტიურობა  მაღალი იყო. პროცესში ჩართული ვიყავით და ვიგებდით ინფორმაციებს. პირველ რიგში, მოსწავლეებს „ეტალონში“ მოსწონთ ის, რომ  ცოდნას იმაღლებენ და მეტად აქტიურდებიან. „ეტალონთან“ უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მივესალმებით, რომ განვითარების შანსს აძლევს მომავალ თაობას“.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:

„კმაყოფილი ვარ, კარად ჩაიარა პირველმა ტურმა. მოსწავლეებსაც მოსწონთ „ეტალონი“. საინტერესოა, რომ დრო არის განსაზღვრული და თითოეული საკითხი ყურადღებით, თუმცა ამავე დროს სწარფად უნდა გაიაზრონ და პასუხიც მოიძიონ. შეკითხვებიც განსხვავებული და საინტერესოა. ვიმედოვნებ, რომ მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეები წარმატებულად მოახერხებენ თავის და სკოლის წარმოჩენას“.

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა აფრიამაშვილი:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე მსურველთა რაოდენობა იყო მაქსიმალური. ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. ბავშვები ცოტას ნერვიულობდნენ, უნდოდათ წარმატებულები ყოფილიყვნენ და მაღალი ქულები მიეღოთ. მოსწავლეების შეფასებით, მათი დონის შესაფერისი ტესტები იყო - მოიცავდა იმ მასალას, რაც ნასწავლი აქვთ და ამიტომ არ გაჭირვებიათ. შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებას. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“ და მადლობა ჩვენი სკოლის სახელით“.

კახარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან აფრიამაშვილი:

„ტესტირებამ კარგად ჩაიარა, თუმცა უფრო მაღალი შედეგების მოლოდინი გვქონდა. „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს და იმედი გვაქვს მეორე ეტაპზე ღირსეულად მოახერხებენ ჩვენი მოსწავლეები სკოლის წარმოჩენას.“

კახარეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ პარუნაშვილი:

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთგვარი მოტივაციაა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ბავშვები და ძალიან მოსწონთ მთელი პროცესი. მონაწილე მოსწავლეები ყოველთვის მოტივაციას აძლევენ სხვა ბავშვებსაც. ყოველთვის ინტერესით ელიან ხოლმე შესაბამის კლასში გადასვლას და მონაწილეობას“.

კახარეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მირანდა ტაბატაძე:

„ეტალონის“ ტესტირებამ შესანიშნავად ჩაირა. მოსწავლეები კმაყოფილები არიან. ტესტირებამდეც ემზადებოდნენ და რადგან აინტერსებთ თავიანთი ცოდნის შემოწმება. „ეტალონი“ მეც ძალიან მომწონს, რადგან ბავშვებს მოტივაცია უმაღლდებათ. შემდეგ ეტაპზე  გადასულებს ვურჩევ, უფრო მეტად მოემზადონ“.

ბენარის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კუბლაშვილი:

„კარგად ჩაიარა პირველმა ეტაპმა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვებმა არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენეს და ძალიან გამახარეს. ეს ნიშნავს, რომ სწავლის პროცესი მაღალ დონეზეა ჩვენთან. წინა წლებთან შედარებით შედეგი ბევრად გაუმჯობესებულია. მეორე ტურში გასულებს ვუსურვებ, ისევე წარმატებით გაიარონ შემდგომი ეტაპი და გახდნენ ადიგენის ეტალონები“.

ბენარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ფორჩხიძე:

„ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა, რაც შედეგებზეც აისახა. ჩვენი მოსწავლეები მობილიზებულები იყვნენ და საკმაოდ კარგად იმუშავეს. „ეტალონის“ დახმარებით  თავადაჯერებულობა ემატებათ მოსწავლეებს და იგებენ, რა შეუძლიათ და ცდილობენ შედეგები გააუმჯობესონ შემდეგი წლისთვის.  მაგალითად, გასულ წელთან შედარებით, შედეგები ჩვენი სკოლიდან გაუმჯობესებულია. „ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეთა განვითარებასაც ვხედავთ და მადლობა თქვენ ამისთვის.“

არლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერი კაჭკაჭაშვილი:

„ტესტირებაზე ძალიან იაქტიურეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ბევრი მოსწავლე ჩაერთო აკადემიური მოსწრების მიუხედავად - ძლიერიც და შედარებით სუსტიც. მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ხოლმე - ნახულობენ წინა წლის ტესტებს, სასკოლო სახელმძღვანელოებსაც იყენებენ და ცდილობენ გაიღრმავონ ცოდნა. „ეტალონში“ თავის ცოდნას ამოწმებენ - რამდენად დაძლიეს საგნები, სად აქვთ ჩავარდნა. შემდეგ ტურში გასულებთან ერთად სურვილი მაქვს დამატებით მოვემზადოთ მეორე ეტაპისათვის -  ზოგადი საგნობრივი მიმართულებით. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი სკოლა ღირსეულად წარმოჩნდება „ეტალონში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება