სიახლეები
სამასწავლებლო

„დააფიქსირეთ - მეთორმეტეკლასელის სკოლაში მუშაობა არის ნული!“ - სკოლის დირექტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებას აფასებენ
20-02-2020
-
+


სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, თუმცა ახლა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქართულ პედსაზოგადოებას უკვე თამამად შეუძლია მსჯელობა, რამდენად მართებული იყო ეს გადაწყვეტილება ან რა გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე. Etaloni.ge სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა მოცემულობა შეიქმნა სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმების შემდეგ და ემხრობიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას.  

ნატალია ბლიაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩემი აზრით, საატესტატო გამოცდებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ  გაუქმების შემდეგ საგნების სწავლის მხრივ, ბავშვებს  მაღალი მოტივაცია აღარ აქვთ რადგან იციან, რომ ატესტატს მაინც აიღებენ. შეფასებების კუთხითაც დონემ შედარებით იკლო. მართალია, ეს სურათი არ არის ზუსტი და მხოლოდ, საკუთარი დაკვირვების შედეგებზე ვსაუბრობ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვიტყოდი - სჯობდა, ყოფილიყო გამოცდები და ატესტატსაც  მეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა.

ნანა ქარციძე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

- გამოცდა აუცილებელია და უნდა იყოს! კარგია, თუ საბაზო საფეხურის ანუ მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ იქნება. საქმე ისაა, რომ კატის გამოცდები მაინც ვერ იძლეოდა საერთო სურათს, რადგან არაერთხელ ყოფილა, მოსწავლეს დაბალი აკადემიური მოსწრებით, გამოცდებზე მშვენიერი შედეგი უჩვენებია, ხოლო მას, ვინც მუდმივად მეცადინეობდა, მოლოდინი ვერ გაუმართლებია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაცები შესაცვლელი იყო, თუმცა გამოცდების გაუქმების მომხრე მაინც არ ვარ. როდესაც ბავშვებმა იცოდნენ, გამოცდები ჰქონდათ ჩასაბარებელი, მოტივაციაც მეტი იყო,  პასუხისმგებლობაც და შესაბამისად, შედეგიც -  სერიოზულად ემზადებოდნენ, დამატებით მეცადინეობდნენ, გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ, მასწავლებლებთან მუდმივად კონტაქტობდნენ და აბიტურის საათებსაც მაქსიმალურად ვიყენებდით.

ზვიად გაბრიჭიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი:

- აბსოლუტურად უარყოფითად ვაფასებ საატესტატო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას! ზუსტად ასე დააფიქსირეთ - მეთორმეტეკლასელის სკოლაში მუშაობა არის ნული! ამან გამოიწვია უარყოფითი შედეგები -  მეთორმეტეკლასელები ისე დადიან, არც გამოცდა აქვთ, არც დასწრება, არც სწავლობენ, რეაგირება არსაიდანაა და დირექცია-ადმინისტრაციასაც უფლება არ გვაქვს, მათ რაიმე მოვთხოვოთ. ამით ჩვენ მომავალ თაობას ვაფუჭებთ! ამიტომ მიმაჩნია, უნდა გაუქმდეს მეთორმეტე კლასი და მეთერთმეტეს გავუწიოთ მეტი კონტროლი. სად გაგიგიათ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისე დადიოდნენ სკოლაში, მათი ცოდნა არ მოწმდებოდეს?!

ნინო ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - საატესტატო გამოცდების გაუქმებამ დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ კონკრეტულად, ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად ცოტა ბავშვი გვყავს, კლასში 5-6, რომ ამ გადაწყვეტილებამ სწავლის ხარისხზე გავლენა ნამდვილად არ იქონია. მოსწავლეები, რა თქმა უნდა, სიხარულით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას  და მეც, სიმართლე გითხრათ, მივესალმე, რადგან ისეთი ფორმით ტარდებოდა, განათლებისა და ცოდნის დონე არ იზომებოდა.  გარდა ამისა, თუ მოსწავლე 5 ქულაზე ნაკლებს მიიღებდა, უატესტატოდ რჩებოდა... გამოდიოდა, რომ მთელი შრომა წყალში ეყრებოდა ისე, რომ უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა არსებულ შეფასებას. მარტივად რომ ვთქვათ,  ეს იყო ზედმეტი სტრესი მოსწავლეებისა და თუნდაც მასწავლებლებისთვის. წარმოიდგინეთ, გამოცდაზე ცუდი შედეგები უარყოფითად აისახებოდა სკოლისა და მასწავლებლის პრესტიჟზე, ამიტომ პედაგოგები ცდილობდნენ, მოსწავლეს თავი გამოეჩინა, მაღალი ქულები მიეღო და თუკი ვინმე ჩაიჭრეობდა,  ლამის მთელი სკოლა ვტიროდით. ამიტომ მივესალმები გამოცდების გაუქმებას.

ლია თოფურია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

-  ატესტატის არგაცემა მოსწავლის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო . სკოლა უნდა ეცადოს, მოსწავლე აკმაყოფილებდეს ელემენტარულ მოთხოვნებს. მართალია, საუბრობენ, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობასა და მოტივაციაზე უარყოფითად აისახა, მაგრამ პირადად მიმაჩნია, რომ  ვისაც სწავლა უნდა, ის ყველაფრის მიუხედავად, საფუძვლიანად სწავლობს და ორიენტირებულია უმაღლესი საფეხურისთვის. ზოგი კი პროფესიას ეუფლება და ამ განხრით მიდის, ამიტომ ვფიქრობ, გამოცდების გაუქმებამ სწავლის ხარისხზე განსაკუთრებული გავლენა არ იქონია.

დარიკო ხვედელიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სიმართლე გითხრათ, გამოცდების გაუქმებამდე უფრო ხშირად გვთხოვდნენ მოსწავლეები გაკვეთილებიდან გათავისუფლებას, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახა...  შედეგებზე კი უფრო თამამად მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, რაც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. პირადად მე კი მიმაჩნია, რომ არც არაფერი შავდებოდა გამოცდებით და არც გაუქმებით დაშავდა რაიმე. მთავარია მიმართულებას, რაც გვაქვს, ზუსტად მივყვეთ.

მოსწავლეების მოტივაციასა და პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ისინი ლაღად გრძნობენ თავს, რადგან ერთგვარი დაბრკოლება, რომლისაც ეშინოდათ, მოიხსნა.

მეგი ქათამაძე, ტყიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- იმის მიუხედავად, რომ ვერ ვიტყვი, სწავლისადმი მოსწავლეთა ინტერესი განელდა ან დასწრებაზე უარყოფითად აისახა, მაინც მიმაჩნია, რომ საატესტატო გამოცდები უნდა არსებობდეს.  ყველა მოსწავლემ უნდა დაადასტუროს სასკოლო საგნებში ცოდნის მინიმალური დონე, რათა მოიპოვოს სასკოლო ატესტატის აღების უფლება - ეს ჩემი სუბიექტური აზრია და საატესტატო გამოცდები იყო მოსწავლეთა 12-წლიანი მოღვაწეობის შეჯამება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება