სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მსოფლიოს 10 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი
22-02-2020
-
+


"ნასას" კონფერენციებში მონაწილეობა, როცა მხოლოდ რვა წლის ხარ, კოლეჯის დამთავრება 10 წლის ასაკში, მსოფლიო დონის კონცერტები 5 წლისას და ფოტოგამოფენა, როცა სულ რაღაც 3 წლის ხარ - ასეთი ბავშვები ნამდვილად არსებობენ.

„ეტალონი“ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:


მალაკაი სემდი

11 წლის მალაკაიმ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ფეხს აიდგამდა. „როცა პატარა იყო, ყველაფერზე აკაკუნებდა, ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ ის ნამდვილი დრამერი გაიზრდებოდა“, -  იხსენებს პატარა მუსიკოსის მამა. 4 წლის ასაკში მალაკაი მარკ მერფის მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, 5 წლის ასაკში კი მისი პირველი კონცერტი გაიმართა. გარდა იმისა, რომ მალაკაი ეხმარება იმ ბავშვებს, რომლებიც დრამზე უკრავენ, ის დადის ბავშვთა სახლებში და უკრავს მათთვის, რათა უთხრას ყველა ბავშვს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი.



ტანიშ მეტიუ აბრაამი

5 წლის ასაკში მან გაიარა სტენფორდის უნივერსიტეტის ტესტი მათემატიკაში პატარა გენიოსებისთვის. 7 წლის ასაკში მოხვდა ამერიკული რივერ კოლეჯის გეოლოგიისა და ასტრონომიის ფაკულტეტზე. „ადამიანები უნდა აბარებდნენ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მაშინ, როცა ამისთვის მზად არიან და არა მაშინ, როცა საკმარისად დიდები არიან“, - ამბობს ტანიში. 8 წლის ასაკში ის მონაწილეობდა „ნასას“ კონფერენციაში, რადგან ის დაეხმარა მეცნიერებს 2 ვარსკვლავის აღმოჩენაში და ქვეყნის ყველაზე დიდი ობსერავტორიიდან მზეზე ქარიშხალს დააკვირდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში მან გაიარა ონლაინ ქიმიის კურსი ბერკლის უნივერსიტეტში, ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, ჭადრაკის და ჩოგბურთი.



ოტომ დე ფორესტი

14 წლის მხატვარმა მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც „დისქავერმა“ ის პირდაპირ ეთერში მოიხსენია, როგორც გენიალური მხატვარი. ოტომი საღებავებით 5 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მამა ავეჯის გაფორმებით იყო დაკავებული. პატარა მხატვრის ნამუშევრები 100000$-ად გაიყიდა. გოგონა ჰარვარდშიც მიიწვიეს, სადაც ლექციას კითხულობდა, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლაში ხელოვნების სწავლება. დღეს მისი ნახატები გამოფენილია საერთაშორისო მუზეუმებში ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისისა და სხვა ცნობილი მხატვრების გვერდით.



აელიტა ანდრე

გოგონას პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლის ასკაში ჰქონდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მამამ ტილო და საღებავები იატაკზე დატოვა, პატარა აელიტა კი მათთან მიცოცდა და ხატვა დაიწყო. შვიდი წლის განმავლობაში მისი 30-ზე მეტი ნახატი გაიყიდა, რომელთა ღირებულება მთლიანობაში 800000 აშშ დოლარს შეადგენს. აელიტას გამოფენები ჩატარდა ჰონგ კონგში, ლონდონში, ნიუ – იორკში, იუტასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.



ოსკარ რიგლი
ბრიტანელი ოსკარ რიგლი დაუჯერებელი ნიჭითა და უმაღლესი IQ-თი. 2 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე პატარა ბრიტანელი, რომლის IQ-ც 160 იყო. მშობლები ამბობენ, რომ მან ლაპარაკი 9 თვის ასაკში დაიწყო. 2 წლისამ მან 1000 სიტყვა იცოდა, როცა ჩვეულებრივ ბავშვებმა მხოლოდ 50 სიტყვა იციან.



მიტ ფუჯი

პატარა ფოტოგრაფი ნიგერიიდან. პირველად მისი ფოტოები ლაგოსში შიპა Pრესს-ის გამოფენაზე გამოქვეყნდა. მიტის მამა ამბობს, რომ მისი შვილი უბრალოდ კარგი რეპორტიორი კი არ გაიზრდება, ის კაცობრიობაზე გავლენის მოხდენასაც შეძლებს.



ეივერ მოლეკი

პატარა მუსიკოსი როკჯგუფების - Kiss, Metallica, Van Halen, AC/DC-ს თაყვანისმცემელია და უკრავს მათ დრამის პარტიებს. დედამ სათამაშო გიტარა და დრამის ნაკრები მას გასართობად მიუტანა, მაგრამ არ ელოდა, რომ მის შვილს ასეთი მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდებოდა. ეივერი როკვარსკვლავობაზე ოცნებობს, რისი შანსიც ნამდვილად აქვს.



დანატ პლუშუნუეტანვი

დანატი ვირტუოზულად უკრავს ვიოლინოზე და ხატავს. ბავშვობაში ის დიდ დროს ატარებდა ავტოფარეხში, სადაც საღებავებით ერთობოდა. მისი პირველი გამოფენა ბანგკოგში გაიმართა, როცა პატარა მხატვარი მხოლოდ 3 წლის იყო. დანატი მუსიკოსიც არის და უკვე არაერთი კონცერტი გამართა.



კლეოპატრა სტრატანი

ის მოლდაველი მომღერლის, პავლა სტრატანის ოჯახში დაიბადა. 3 წლის ასაკში კლეოპატრა გახდა ყველაზე პატარა მომღერალი, რომელმაც კომერციულ წარმატებას მიაღწია. კლეოპატრა MTV-ის სამი პრემიის მფლობელია.



ელის ტენ რობერტსი

ჩვენ ყველამ ვიცით ალბერტ აინშტაინი, რომლის IQ 160 იყო, პატარა ელისის IQ კი 2 წლის ასაკში 156 იყო. 5 თვისამ მან დაიწყო ლაპარაკი, 7 თვისამ კი - სიარული. ალისამ იცოდა მსოფლიოს ყველა დედაქალაქი, შეეძლო ესპანურად დათვლა და წერა. ორ წელიწადში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა წევრი ორგანიზაცია "მენსას", რომელიც უდიდესი, უძველესი და ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც ინტელექტის მაღალი კოეფიციენტის მქონე ადამიანებს აერთიანებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება