სიახლეები
ეტალონი

„ბოლნისის „ეტალონი“ მოსწავლის ტიტული ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა“ - ბოლნისში ინტელექტ-ჩემპიონატის II ტური ჩატარდა
06-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი  „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს :

„ეტალონს“ ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ტელევიზიით გადიოდა და მუდმივად ვგულშემატკივრობდი. პროექტი ძალიან საინტერესოა, რადგან მოსწავლეებს განვითარებაში ეხმარება, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს და მიესალმება ასეთ ღონისძიებებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 82 მონაწილე იყო, რომლებმაც პირველი ეტაპის შერჩევის შედეგად ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. მონაწილეთა ჩართულობა მუდმივად იზრდება და  ეს მეტყველებს, რომ პროექტი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ „ეტალონის“ მხარდაჭერას, რადგან მივიჩნევ, რომ ახალგაზრდების წინსვლას უწყობს ხელს, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელია.“

ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე „ეტალონს“ ერთ-ერთი გამორჩეულ საგანმანათლებლო პროექტად აფასებს:

„ეტალონი“ არის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების სწავლა-განათლებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ეს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, ასევე იზრდება მონაწილეების რაოდენობა, ამიტომ კონკურენცია უფრო და უფრო მატულობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ჩართული იყო ოცდათოთხმეტივე სკოლა. 28 სკოლიდან შეირჩა 82 გამარჯვებული, რომლებმაც მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. მიხარია, რომ ჩვენი რაიონიდან ასე აქტიურად არიან ჩართულნი პროექტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არაქართული სკოლების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, შარშანდელი გამარჯვებული სწორედ სომხური სკოლის მოსწავლე გახდა. წლევანდელი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, გამოკვეთილი იყო პირველი ადგილის მფლობელის წარმატება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვები ბევრს მუშაობენ თავიანთ თავზე, პედაგოგებიც მაქსიმალურად ცდილობენ შეუწყონ ხელი. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ბატონ გოჩას და ეტალონის შემოქმედებით ჯგუფს, რათა ჩვენს ბავშვებს აჩუქეს ასეთი ძალიან კარგი პროექტი და მოტივაცია გაუჩინა მოსწავლეებს, რომ იყვნენ წარმატებულები. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სკოლას, მონაწილე ბავშვებს და დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო თითოეულ მონაწილეს, ათეულში მოხვედრილ ბავშვებს და რა თქმა უნდა გამარჯვებულს, ნიკოლოზ პაპუნაშვილს.“

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია „ეტალონს“ საქვეყნო პროექტს უწოდებს:

„ეტალონი“ ნამდვილად გამორჩეული პროექტია, დღევანდელი დღე სწორედ იმის დასტურია, რომ „ეტალონის” არსებობა ქვეყნისთვის საჭიროა. მიხარია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვემო ქართლში მოსწავლეთა ჩართულობა ასეთი აქტიურია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩევა ნიჭიერი ახალგაზრდებით. ვულოცავ გამარჯვებულს დღევანდელ დღეს, რადგან აქ მონაწილეობა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ასევე ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი - წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე.“

კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე „ეტალონთან“ თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებაზე საუბრობს:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენი კომპანია დმანისისა და ბოლნისის მეორე ეტაპის ღონისძიებების  სპონსორია. „ეტალონთან“ ჩვენი ურთიერთობა უკვე სამ წელს ითვლის - ვცდილობთ წავახალისოთ მოსწავლეები, ვაწესებთ სხვადასხვა პრიზებს. წელს დმანისის და „ეტალონ“ მოსწავლეებს გადაეცემათ პლანშეტები. „ეტალონთან“ ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ რეგიონული ტურით არ შემოიფარგლება - სასწავლო წლის ფინალურ ღონისძიებაშიც ჩართულები ვართ და კომპანიის სახელით ვაწესებთ სხვადასხვა პრიზებს.“

 სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ინფორმაციული მენეჯერი გამარჯვებულს გვიხასიათებს:

„ნიკოლოზი ძალიან წარმატებული, მობილიზებული, ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული და სკოლისათვის თვალსაჩინო მოსწავლეა. დღევანდელი გამარჯვებით მთელი სკოლა გვასახელა. ვულოცავ მას გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

თავად ნიკოლოზ პაპუაშვილისთვის გამარჯვება ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

„ეტალონი“ ძალიან მომწონს. გამარჯვებას არ ველოდი, ამიტომ ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ვნერვიულობდი, რადგან შესარჩევ ეტაპში რეგისტრაციის მიწურულს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და კარგად მომზადება ვერ მოვახერხე. მეორე ეტაპზე გადასვლა ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა, დღეს კი უკვე გამარჯვებულის სტატუსი მაქვს და ბოლნისის „ეტალონი“ მოსწავლე მქვია. ეს ტიტული კი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.  მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და კომპანია RMG-ს ასეთი საჭირო საჩუქრისთვის.“

ფინალისტებს შორის მოხვდა და მეორე ადგილზე გავიდა, ღონისძიების მასპინძელი, კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზურაბიშვილი:

„მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ასეთი საინტერესო პროექტისთვის. ამდენ ნიჭიერ მოსწავლეს შორის მეორე ადგილის დაკავება ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. წარმატებებს ვუსურვებ პირველადგილოსანს და იმედი მაქვს გვასახელებს ფინალზე მთელ მუნიციპალიტეტს. „ეტალონში“ კი მომავალშიც აუცილებლად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას.“

კაზრეთის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მადონა ყაფლანაშვილი  რატის წარმატებით გამოწვეულ ემოციებს გვიზიარებს:


„რატი ძალიან ბეჯითი, მოწესრიგებული და ნიჭიერი მოსწავლეა, ძალიან გამიხარდა მისი წარმატება. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, ჩემი სადამრიგებლო კლასიდან წინა წლებში ბოლნისის გამარჯვებულებიც იყვნენ, ასე რომ დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და ვხარობ მოსწავლეების წარმატებებით. ჩვენი მოსწავლეები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი izrune.ge-ში და მუდმივად გადიან ტესტებს, რაც ძალიან დიდ გამოცდილებას მატებთ.“ 

მესამე ადგილზე გასული, კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას“, მოსწავლე მაია მარტიაშვილს სკოლის დამფუძნებელი მარინა გორშკოვას აქტიურ მოსწავლედ ახასიათებს:

„მოხარული ვარ, რომ ჩემმა მოსწავლემ მესამე ადგილი მოიპოვა. მიხარია ძალიან, თითქმის ყოველ წელს სამეულში ხვდებიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები, შარშან წინ პირველი და მეორე ადგილი „დავითიანის“ მოსწავლეებმა დაიკავეს. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“ და მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელს შემოქმედებით გუნდს. მაია ძალიან აქტიური მოსწავლეა, კარგ ნიშნებზე სწავლობს, გამოკვეთილი ლიდერია და თანაც ჯერ მხოლოდ მეცხრე კლასელია. ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება