სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სამი გაკვეთილი ვალენტინობისთვის - „ჩემი სიყვარული მათემატიკისადმი არ არის ბლაგვი, ის ბასრია!“
13-02-2020
-
+


თებერვალი სიყვარულის თვეა. ამ დროს ყველაფერი, რაც გჭირდებათ კრეატიულობა და მცირე რაოდენობით საკანცელარიო ნივთებია. შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებს მათემატიკის შეყვარებაშიც კი დაეხმაროთ. 

გთავაზობთ რამდენიმე უნიკალურ აქტივობას, რომლებიც მოსწავლეებს ​აუცილებელი მათემატიკური უნარების განვითარებაში დაეხმარება, როგორიცაა სიმეტრია და ალბათობა.

  • სიმეტრიული გულები
ეს აქტივობა სიმეტრიის კონცეფციაზეა დაფუძნებული. სანამ ამ აქტივობას განახორციელებთ, მოსწავლეებს სიმეტრიის შესახებ ესაუბრეთ და სიმეტრიული ხაზები ფურცელზე და თქვენს ირგვლივ სხვადასხვა საგანზე აპოვნინეთ. შემდეგ მოსწავლეებს აუხსენით როგორ შეგიძლიათ გულის დამზადება ქაღალდების დაკეცვითა და დაჭრით, მათზე დახატვის ნაცვლად. აჩვენეთ როგორ დახატონ გულის ნახევარი, შემდეგ სიმეტრიულად მეორე ნახევარი და გამოჭრან.

  • ტკბილი გულების ალბათობა
ეს ტკბილი თამაში 3-5 კლასების მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ. მოსწავლეებს ჩანთები დაახლოებით ერთი მუჭა გულის ფორმის ტკბილეულით შეავსებინეთ, რომლებზეც იქადე ქაღალდზე დაწერილ სიტყვებს დააწებებინებთ. სიტყვები დადებითი ემოციების გამომხატველი უნდა იყოს და სხვადასხვა სიხშირით მეორდებოდეს. ასეთი ჩანთა ყველა მოსწავლეს უნდა ქონდეს. სანამ აქტივობას განახორციელებთ, მოსწავლეებს ალბათობაზე ესაუბრეთ. გაამხნევეთ ინფორმაცია შეაგროვონ.

როდესაც ისინი ტკბილეულზე დაწერილს სიტყვებს, მათ რაოდენობას შეისწავლიან, შეძლებენ ვარაუდი გამოთქვან ჩანთიდან რომელი სიტყვის ამოსვლის ალბათობაა მეტი და რომელი შეიძლება დარჩეს ბოლო. ტკბილეული მოსწავლეებს ძალიან უყვართ და გაკვეთილითაც დაინტერესდებიან.

  • ბარათები
იმისთვის, რომ მოსწავლეებში ზომის, ფორმის, ხაზებისა და კუთხეების აღქმას შეუწყოთ ხელი, ვალენტინობის ბარათები დაამზადებინეთ. აქტივობა კარგია 3-5 კლასების მოსწავლეებისთვის. ბავშვებს სხვადასხვა სახის მითითება მიეცით. მაგალითად, ზოგმა ტრაპეციის, რომბის, პარალელური ხაზების, ბლაგვი კუთხეების გამოყენებით გააფორმოს ბარათები ან საერთოდ ამ ფორმების ბარათები დაამზადონ.

თქვენ მითითების შესრულების შემდეგ მათ შეუძლიათ ბარათები დეკორატიულად გააფორმონ და ბარათის თავში საკუთარი სახელი დააწერონ. არ დაგავიწყდეთ, ბარათის მთავარი წარწერა „ჩემი სიყვარული მათემატიკისადმი არ არის ბლაგვი, ის არის ბასრი!“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება