სიახლეები
სიახლეები

ჩაიფიქრეთ ოცნებები, რაც ამ წელს გინდათ აგისრულდეთ - რა ხდება დღეს ღამით და ვინ უნდა დაპატიჟოთ სტუმრად?
24-01-2020
-
+


მართალია, ახალი წლის შემობრძანება 24 დღის წინ ვიზეიმეთ, თუმცა სინამდვილეში, ვერცხლისფერი ვირთხის წელი დღეს დგება. ასეთია აღმოსავლური ასტროლოგიის კალენდარი.

თუკი 31 დეკემბერს ისე უნდა მომზადებულიყავით, რომ არც ღორი გაგენაწყენებინათ და თან ვირთხის კეთილგანწყობაც მოგეპოვებინათ, დღეს თამამად შეგიძლიათ მხოლოდ თაგვზე ორიენტირდეთ

ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს შინაგან განწყობას, სურვილების სწორად ჩაფიქრებასა და რიტუალებს, რომლებიც ბარაქის, იღბლისა და წარმატების მოსაზიდადაა საჭირო.  როგორ უნდა შეეგებოთ ვირთხას და მოიპოვოთ ამ წლის მბრძანებლის კეთილგანწყობა? -  ჩვენ დღეს ღამით შესასრულებელ რამდენიმე რიტუალს გთავაზობთ.

დავიწყოთ ასტოლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევით: 

„ორი 20 თეთრიანი გვაძლევს 2020 წლის კომბინაციას. სუფრაზე ყველა თეფშის ქვეშ 2 ცალი 20 თეთრიანები უნდა დაალაგოთ. შემდეგ კი მთელი წელი ატაროთ საფულით. ამ ღამეს, უნდა ჩაიფიქროთ 8 ოცნება. აანთეთ ოთხი თეთრი ფერის სანთელი. ჩაუთქვით სანთლებს, რაც გსურთ, რომ მოხდეს მომავალ წელს - 4 სურვილი უნდა გაანდოთ სანთლებს. ასევე აიღეთ 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა და როგორც კი ახალი წელი დადგება, ყულაბაში ჩააგდეთ სათითაოდ. თითოეულის ჩაგდებისას ჩაიფიქრეთ სურვილები. ოთხი ოცნება - ოთხი 20 თეთრიანის ჩაგდებასთან ერთად ჩაიფიქრეთ. გამოდის, რომ სულ უნდა ჩაიფიქროთ 8 ოცნება, რომლებიც მომავალ წელს გინდათ აგისრულდეთ.  ამ რიტუალით მომავალ წელს უფრო მეტად იქნება წარმატების შანსი და ოცნებების განხორციელების შესაძლებლობა თქვენს ცხოვრებაში“, - ამბობს ცაგარელი.

ასტროლოგის რჩევით, მეკვლე უნდა იყოს ოჯახის ერთგული და იღბლიანი ადამიანი. მან უნდა შემოაგდოს 4-დან-20-მდე 20 თეთრიანი. ამასთან, კარგი იქნება თუ ჩართავთ მრავალჟამიერს ან თქვენ თვითონ იმღერებთ. ეს არის საუკეთესო გამწმენდი საშუალება. 

ახლა კი ფენ-შუის  სპეციალისტების ახალი წლის ღამეს შესასრულებელ რამდენიმე რიტუალს გაგაცნობთ: 

ახალი წლის ღამეს 2-ლარიანი მონეტა თავზე შემოიტარეთ და საფულეში მოათავსებთ. ეს ფულის მოზიდვას მოასწავებს.

ფინანსების მოსაზიდად ასევე ახალი წლის ღამეს, სარკეზე დაკიდეთ ფულის კუპიურა და მთელი ღამე დატოვეთ. თუმცა სარკე არ უნდა იყოს საპირფარეშოს ან შემოსასვლელის.

ბარაქისა და ხვავის მოსაზიდად კი, მაცივრის ქვეშ დადგით წითელი ქისა, სადაც 2-ლარიან მონეტებს მოათავსებთ და მთელი წელი დატოვებთ. ეს თქვენს მაცივარს აავსებს.

20 თეთრიანი მონეტები უნდა დაალაგოთ თეფშების ქვეშაც საახალწლოდ გაწყობილ სუფრაზე. სადღესასწაულო მაგიდაზე ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ თხილი, ნიგოზი და რაც მთავარია, ყველი.

რაც შეეხება მეკვლეობის ტრადიციას. მეკვლის სწორად შერჩევას ჩინური სწავლების მიხედვით, თავისი წესები აქვს და ცოდნაც სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მთელი წელი მართავს თქვენს კეთილდღეობას.

ყველაზე კარგი იქნება თუ მეკვლე იქნება, ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრი, ვისაც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს. არავითარ შეთხვევაში არ უნდა იყოს პატარა ბავშვი. ასევე, არ შეიძლება უხუცესი წევრი თუ ის არ არის ყველაზე შემოსავლიანი.

საქართველოში ძალიან გავრცელებულია ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრს ტკბილეულით გარეთ უშვებენ 12 საათამდე და ის  12 საათის შემდეგ შემოდის მეკვლე ოჯახში. რამდენად არის ის ნამდვილი მეკვლე? - ეს კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება. ფენ-შუის ოსტატები ამბობენ, რომ ასეთი ადამიანიც ისეთივე მეკვლეა, როგორიც შემთხვევით ან განზრახულად მოსული სხვა ოჯახის წევრი.

და ბოლოს, ზოგადადმ როგორ მოვიპოვოთ ვირთხის კეთილგანწყობა 2020 წელს?

ვირთხა ცდილობს მოვლენებს ფხიზელი თვალით, პრაგმატულად უყუროს, იგი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით და ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციით. ხანდახან აგრესიული, მაგრამ საერთო ჯამში მომხიბვლელი და მეგობრულია. მოზღვავებული ენერგიის გამო მას აქვს უნარი აკეთოს ერთდროულად რამდენიმე საქმე, გამოირჩევა თავდაჯერებულობით

ვირთხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, აქტიურობის და მიზანსწრაფულობის გამოჩენა მოგიწევთ. ვირთხა ცდილობს გვერდი აუაროს პასიურ ადამიანებს, რომლებსაც ურჩევნიათ ისხდნენ და სხვები წყვეტდნენ მათ ნაცვლად პრობლემებს. 

მზად იყავით ცვლილებებისთვის, ამასთან ცვლილებები შესაძლოა იყოს მოულოდნელი. ვირთხა აფასებს გულწრფელ ურთიერთობებს, სიყვარულსა და მეგობრობას. იგი პროფესიაში რეალიზებაში დაეხმარება მათ, ვინც საქმეს გეგმავს და რისკებს ითვალისწინებს.

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ წელი ძალიან დაძაბული და რთული იქნება.

შესაძლოა, რაღაცის დათმობა მოგიწიოთ, რომ სამომავლოდ თავდაჯერებულობა და ბედნიერების უფლება მოიპოვოთ. სასურველია თუ ნეგატიურ ენერგიას დაცლით სპორტით, ხელოვნებით, ხელსაქმით, მედიტაციით და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება