სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 რამ, რაც მასწავლებელმა არასდროს უნდა გააკეთოს
03-01-2021
-
+


მოსწავლეებისა და მასწავლებლის შეუფერებელ ურთიერთობაზე ხშირად შეიძლება გაიგოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობაში პრობლემა არასოდეს შეექმნება, თუმცა ასეთ სიტუაციაში მაინც აღმოჩნდებიან ხოლმე. 

მოსწავლეებთან ურთიერთობის პრობლემის საწყისი წერტილები ყოველთვის შეიმჩნევა და აუცილებელია, რომ მათ ამ მომენტიდანვე სწორად იმოქმედონ. თუმცა უმჯობესია სიტუაცია ისე მართონ, რომ პრობლემები საერთოდ არ წარმოიქმნას.

  • მასწავლებელმა კოლეგა არც მოსწავლეებთან, არც მშობლებთან და არც სხვა მასწავლებლებთან არ უნდა განიხილოს
შესაძლოა სკოლის ყველა მასწავლებელს ბევრ რამეში არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ მათ პატივი უნდა სცეთ. თქვენს კოლეგაზე სხვა მასწავლებლებთან ცუდად არასოდეს ისაუბროთ. ეს პედაგოგთა გუნდის დაყოფასა და უთანხმოებას წაახალისებს, რაც სამომავლოდ ერთად მუშაობაში ხელს შეგიშლით.

  • მასწავლებელმა არასოდეს უნდა დაკარგოს კონტროლი!
მასწავლებლები ელოდებიან, რომ მოსწავლეებმა პატივი სცენ, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია. თქვენ რამდენადაც პატივს სცემთ მათ, ისინიც სათანადოდ გცემენ პატივს. მაშინაც კი, როდესაც ისინი თქვენს მოთმინებას ცდიან, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. არასდროს დაუყვიროთ მოსწავლეს კლასის წინაშე, ასე თქვენს ავტორიტეტს ფესვებს გამოუთხრით. მასწავლებელი არასოდეს უნდა კარგავდეს საკუთარ თავზე და კლასზე კონტროლს.



  • მასწავლებელი მშობლებს უნდა უსმენდეს
მასწავლებელი მშობელს უნდა უსმენდეს და მასთან შეხვედრას თავს არ უნდა არიდებდეს, მაშინაც კი თუ ის რაიმეზე გაბრაზებულია. მშობლის უფლებაა თავისი შვილის პედაგოგს ღიად გაესაუბროს. უკეთესი იქნება მასწავლებელი მშობლებს რაიმე პრობლემის წარმოქმნისთანავე რომ ეკონტაქტებოდეს. 

  • მასწავლებელი არასოდეს უნდა იყოს თვითკმაყოფილი და თავმომწონე
თვითკმაყოფილება მასწავლებლის კარიერას დაანგრევს. ყოველთვის უნდა ცდილობდეთ განვითარდეთ და უკეთესი გახდეთ. სწავლების სტრატეგიებს ყოველწლიურად უნდა ცვლიდეთ, მოსწავლეთა ზრდის შესაბამისად. მასწავლებელი სხვა პედაგოგებთანაც მუდმივად უნდა იყოს კონტაქტში და მათგანაც სწავლობდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება