სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ახალგაზრდა მასწავლებელი ხართ, კოლეგები და მოსწავლეები კი არასერიოზულად გეკიდებიან
17-09-2020
-
+


როცა სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებელი იწყებს მუშაობას, მოსწავლეების მხრიდან ის შეიძლება დაუმორჩილებლობისა და დაცინვის, კოლეგების მხრიდან კი არასერიოზული დამოკიდებულების ობიექტი გახდეს. ამ პრობლემასთან გამკლავება და ავტორიტეტის მოპოვება მარტივი არ არის.

„ეტალონი“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში:

აკონტროლეთ საკუთარი ემოციები

ბავშვებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, ახალგაზრდა მასწავლებელი „გამოსცადონ“. ეს დასრულდება, როგორც კი თქვენი მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ თქვენ არ ჰყვებით პროვოკაციებს, ხართ თანმიმდევრული და არ გაბრაზებთ მათი გამოხტომები. მაგრამ, თუკი თქვენ რეაქცია გექნებათ მათ პროვოკაციულ ქცევებზე, გაბრაზდებით და ემოციური იქნებით, ისინი თქვენს აბუჩად აგდებას გააგრძელებენ.

გახსოვდეთ, რომ პრობლემა თქვენში არაა

მოსწავლის ან კოლეგის ამგვარი საქციელი არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი თქვენ ვერ გიტანენ, უბრალოდ ადამიანებს ყველაფერი აინტერესებთ და შეიძლება ზოგჯერ ეს ინტერესი არცისე თავაზიანი ფორმით გამოხატონ.

მოეკიდეთ პრობლემას გაგებით

ეს თქვენ დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია ზედმეტად მძაფრად არ აღიქვათ. გახსოვდეთ, რომ ბავშვებისა და კოლეგების უნდობლობა მეტ-ნაკლებად გასაგებია. ეს ბუნებრივია, თქვენ როგორც ახალი ადამიანი და ახალგაზრდა იწვევთ ინტერესს გარემოში, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი არცისე ხშირია.

კარგად გააცანით თქვენი თავი გარშემომყოფებს

ავტორიტეტული ქცევის მცდელობები აუცილებლად წარუმატებლად დასრულდება, თუ თქვენ არაბუნებრივი იქნებით. მნიშვნელოვანია, რომ სხვებმა ბუნებრივ ადამიანად დაგინახოთ. ამისთვის თქვენ მათ გულწრფელად უნდა გაეცნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი პირადი ცხოვრებისა და ბიოგრაფიის დეტალები მოყვეთ. საკმარისია, მაგალითად, დააფიქსიროთ თქვენი აზრი გაკვეთილის თემაზე.

იყავით პირდაპირები

დასვით პირდაპირი შეკითხვები, როცა ამჩნევთ, რომ სხვები უხერხულობას განზრახ გიქმნიან. მაგალითად ასე: „შენი აზრით, როგორ მოვიქცევი ამ სიტუაციაში“? პირდაპირ და ზედმეტი ემოციების გარეშე უთხარით მათ, რომ მათი ამგვარი ქცევა არასასიამოვნოა თქვენთვის, მაგრამ გააკეთეთ ეს ისე, რომ დარჩეთ გაწონასწორებული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება