სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში ლამაზი და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
08-01-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. მოსწავლეები საზეიმოდ განსაკუთრებულად მოემზადნენ და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ღონისძიება წარუდგინეს.

„გამორჩეული იყო საახალწლო ზეიმი სოფელ ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. მიუხედავად მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირისა ( სკოლაში სულ ექვსი მოსწავლეა), საგანგებოდ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად: მორთეს სკოლა, საკლასო ოთახები და საახალწლო ნაძვის ხე. ყველაფერ ამას პატარა დიზაინერი ანი არდია ხელმძღვანელობდა. მან სალომე ვაჩაძესთან ერთად შეიმუშავა საახალწლო ღონისძიების გეგმა, გააცვნეს კლასის ხელმძღვანელებს და  გვიან საღამომდე მუშაობდნენ გეგმის განსახორციელებლად, თითქოს გრძნობდნენ, რომ განსაკუთრებული სტუმრები ეყოლებოდათ.

პედაგოგებსა და სოფლის მაცხოვრებლების გარდა წელს მათ თემის მაჟორიტარ დეპუტატ დავით გოგსაძესთან ერთად ამბროლაურის მერიის წარმომადგენლები მარი ჯაფარიძე, ლია გოგოლაძე და მამუკა გელოვნიშვილი სტუმრობდნენ. მათ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცეს და ბავშვებს ტკბილეული, ხოლო სკოლასა და მოსწავლეებს სამახსოვროდ ჩვენი რაიონის გამოჩენილი ადამიანის ბაჩანა ბრეგაძის შესახებ წიგნები   გადასცეს.

ბავშვებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები და მოახდინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, კერძოდ, ისაუბრეს ჰოლანდიელ მხატვარ ვან გოგისა და ქართველ პრიმიტივისტის, თვითნასწავლი მხატვრის, პრიმიტივისტი ფიროსმანის შესახებ, წაიკითხეს ლადო ასათიანის ლექსები; ანი არდიამ წარმოადგინა ეთნოგრაფიის წრის ხელმძღვანელის თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით მომზადებული სლაიდ-შოუ „ჩვენი თემის ეთნოგრაფია“, მეხუთე კლასელმა ლაშა ტოროტაძემ კი თავის საოცნებო სამების ტაძარზე ისაუბრა და სლაიდ-შოუც წარმოადგინა (ხელმძღვანელი თ. მაცაბერიძე) ორ გუნდად გაყოფილმა მოსწავლეებმა მხიარული შეჯიბრიც მოაწყვეს.

დასასრულ, ქართულის წრის წევრებმა (ხელმძღვანელი ეკატერინე ჭიჭინაძე): ანი და ლუკა არდიებმა, სალომე ვაჩაძემ წარმოადგინეს პაროდია „ჩვენი სოფლის ჩანახატი“.

ღონისძიება ლამაზი და შთამბეჭდავი გამოდგა. ამდენი სტუმარი არასოდეს გვყოლია, არც ამდენი ტკბილეული ჰქონია ბავშვებს. მათთვის სკოლის დირექტორსაც ჰქონდა შეძენილი  და სტუმრად მოსულ პატარებსაც უწილადეს, ბავშვებმა ერთად დიდხანს იმხიარულეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება