სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა საზეიმო მიღება ხავეთის საჯარო სკოლაში
21-09-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა სათხუთმეტსექტემბრო მიღება. მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, დირექციამ და პედაგოგებმა კი მათ გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. 

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ მოხატული, ფერადი სასკოლო სივრცე დაახვედრეს მასწავლებლებმა. 

მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება. ბავშვებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მრავალი საინტერესო ნომერი შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას.

დირექტორმა, ნორაირ აკოპიანმა სიყვარულით მიმართა თავის მოსწავლეებს და წარმატებული სასწავლო წელი, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა, ნათელი მომავალი და ბედნიერება უსურვა. პირველკლასელებს კი საზეიმოდ გადასცა კომპიუტერები და სასკოლო ნივთები. 

საზეიმო ღონისძიებამ, ლამაზად მორთულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა გულთბილმა მიღებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

„პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მათმა პატარა და სათუთმა გულებმა იგრძნეს, რომ მათ აქ სიყვარულით ელიან ყოველთვის.

მინდა წარმატება და კარგი განათლების მიღება ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ და ეჭვიც არ მეპარება გაამართლებენ ჩვენს მოლოდინს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება