| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.
წელსაც სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი ზარ-ზეიმით გაუღო მოსწავლეებს. გაიმართა საზეიმო მიღება. დღე სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დღოშის აღმართვით დაიწყო, ლამაზად მორთულ-მოკაზმულ სასკოლო სივრცეში გაგრძელდა.
15 სექტემბრის მთავარი გმირები კი, რა თქმა უნდა, პირველკლასელები იყვნენ. მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები და ლეპტოპები, სახალისო აქტივობებმა კი პირველი შეხვედრა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს საკრებულოს წარმომადგენლებმა: სანდრო ქუშაშვილმა, ბექა მორჩილაძემ, ნიკა იზორიამ და გიორგი დოლიძემ.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ აკადემიურ წელს უსურვებს.
„თეოფანე დავიათაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებით, ცოდნითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე წელს!
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებისთვისაც სასკოლო ცხოვრების პირველი დღე ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, ვუსურვებთ მოსწავლეებს წარმატებებსა და საინტერესო აღმოჩენებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას