TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ზრდიან ხარაგაულში ღირსეულ მოქალაქეებს
26-12-2019
-
+


izrune.ge-ს 2019 წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტირება კარსაა მომდგარი და პატარა იზრუნელებიც გულმოდგინედ ემზადებიან ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის. კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ და ამხნევებენ კიდეც... ხუმრობა ხომ არაა, საკუთარი ცოდნაც უნდა გამოავლინონ და მშობლებისა თუ მასწავლებლების მილოცვაც დაიმსახურონ.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელები, მასწავლებელ მაია მაღრაძესთან ერთად, izrune.ge-ს ტესტირებაში სკოლაში შემობიჯებიდანვე არიან ჩართულნი და გიმნაზიაშიც ყოველი ხუთშაბათი მათზე ზრუნვით იწყება. კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობა, სხვადასხვა კითხვაზე პასუხების მოძიება, შემოქმედებითი ფუსფუსი და სურვილი - იყვნენ თანატოლებზე უკეთესები, ამ სკოლის მოსწავლეების მიზანია, რომლის მიღწევაშიც დამრიგებელი - მაია მაღრაძე ეხმარება.

როგორ ჩართო პროექტში პირველკლასელები, როგორ მიაღწია ზოგადად, სკოლის ასეთ აქტივობას და რა მოლოდინი აქვს სამომავლოდ, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის პედაგოგი გვესაუბრება, რომელიც ინტერვიუს იწყებს მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღით - გზა ევროპისკენ.

- ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღეა და მოსწავლეების მოქალაქეობრივი აზროვნების ამოქმედებას, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ისტორიის წარმოჩენას უწყობს ხელს და ბუნებრივია, ჩვენი სკოლაც ჩართულია ამ აქტივობაში. ღია კარის დღე ჩავატარეთ და ჩვენს მოსწავლეებს გავაცანი ევროპული კულტურა, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები...



- როგორია თქვენი პატარების თვალით დანახული გზა ევროპისკენ, ქალბატონო მაია?


- ჯერ პატარები არიან და ამიტომ, საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის სხვაობას ვერც ამჩნევენ... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება სხვა ქვეყნებში. მე კი ვუხსნი, რაოდენ საინტერესოა ამ ქვეყნების კულტურა, მისი შესწავლა და რაოდენ მნიშვნელოვანია მათთან მეგობრობა.




- izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტირებისთვის როგორ ემზადებით?


- მოსწავლეები ძალიან აქტიურობენ, სულ ცდილობენ, მიიღონ ინფორმაციები, ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და საკუთარ ცოდნას უზიარებენ.

- როგორ ჩართეთ პირველკლასელები პროექტში, მათ ხომ ქართული ანბანის ყველა ასო ჯერ არც იციან?

- ჩვენმა მამაომ, მამა პავლემ მთხოვა, ვყოფილიყავი პროექტის ხელმძღვანელი სკოლაში. რა თქმა უნდა, ჯერ კარგად გავერკვიე პროექტის არსში, იდეა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, ყველაზე ფართოდ ჩემს კლასში განმეხორციელებინა; მერე სხვა კლასებიც დაინტერესდნენ და ახლა თამამად შემიძლია თქმა, რომ  მთელი გიმნაზიაა ჩართული.



- მშობლები თუ გულშემატკივრობენ ბავშვებს?


- რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია... მშობელთა კრება მოვიწვიეთ და დავარეგისტრირეთ ბავშვები, რომლებიც სწორედ მშობლების დახმარებით პასუხობენ izrune.ge-ს ტესტებს, რადგან, მოგეხსენებათ, პირველკლასელები არიან და ჯერ ყველა ასო-ბგერა არც უსწავლიათ.



- როგორი განწყობა აქვთ თქვენს პატარებს, შემაჯამებელი ტესტირების წინ?


- შემაჯამებელ ტესტირებამდეც და ზოგადად, ყოველ ხუთშაბათს ამაღლებული განწყობა აქვთ. ტესტირებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და უნდა ვაღიარო - ბავშვების სურვილი და მონდომება რომ არა, ვერც მშობელი, ვერც პედაგოგი ვერაფერს გახდებოდა.

izrune.ge უდიდესი მოტივატორია ჩვენი მოსწავლეებისთვის და სხვათა შორის, ბოლომდე აცნობიერებენ, რომ ყოველი ხუთშაბათის წარმატება მხოლოდ დასაწყისია.

წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ მოსწავლეს როდესაც ვკითხე, რატომ არ გამოაქვეყნე ტესტირების შენი შედეგი facebook-ზე-მეთქი, მიპასუხა - ჯერ საჭირო არ არის, მასწავლებელო. მოვა დრო, ყველაფერს გავაზიარებო და ამ დროს, ეს ბიჭუნა ყოველ ტესტირებაში 100 ქულას იღებს.

მე წარმატებებს ვუსურვებ ჩემ პატარებს შემაჯამებელ ტესტირებაში და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი აქტივობები გაუკვალავს მათ გზას ევროპისკენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება