სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ გავხადოთ გაკვეთილები საახალწლო ისე, რომ სასწავლო გეგმას არ მოვწყდეთ
05-01-2020
-
+


ახალი წლისთვის ყველა სკოლა განსაკუთრებულად ემზადება. როგორც წესი, ბავშვები საკლასო ოთახებს საახალწლო დეკორაციებით აფორმებენ და ნაძვის ხეს დგამენ, რომელიც განსაკუთრებით სკოლის პატარა მოსწავლეებს ახარებთ. თუმცა მხოლოდ საკლასო ოთახების გაფორმება საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო განწყობა თქვენს გაკვეთილებზეც იგრძნობოდეს.

„ეტალონი“ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს, როგორ ჩავატაროთ საახალწლო გაკვეთილები ისე, რომ სასწავლო გეგმას არ გადავუხვიოთ:

წაიკითხეთ „ზამთრის ლიტერატურა“

ლიტერატურასაც აქვს სეზონები. შეეცადეთ, გასცდეთ ტრადიციულ საახალწლო ლექსებს, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან გაიარეთ და რომლებსაც ბავშვებს ყველა საახალწლო ღონისძიებისთვის აზეპირებინებენ. შეარჩიეთ რამდენიმე განსხვავებული ლექსი, შესაძლოა ეს იყოს თანამედროვეებიც. მოსწავლეებთან ერთად შეადარეთ ისინი, განიხილეთ, როგორ განსხვავდებიან ისინი ლექსიკურად, რითმითა თუ სხვა მახასიათებლებით. შეგიძლიათ მოსწავლეებს საახალწლო ზღაპრები და მოთხრობებიც წაუკითხოთ.

თქვენ თვითონ მოიფიქრეთ ზღაპრები

ბევრი პოპულარული საახალწლო ისტორია უკვე დაძველდა, ამიტომ ბავშვებს აღარ უყვართ მათი წაკითხვა. რატომ არ უნდა მივცეთ საშუალება მოსწავლეებს, თვითონ შეთხზან ზღაპრები. შემდეგ შეგიძლიათ ამ ზღაპრებს ილუსტრაციებიც გაუკეთოთ, წიგნად აქციოთ და მოსწავლეებს ერთმანეთის ზღაპრები წაუკითხოთ.

ილაპარაკეთ ტრადიციებზე

გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსწავლეები განსხვავებულები არიან. ზოგი მხოლოდ ახალ წელს აღნიშნავს, ზოგი შობას, ზოგიც ორივეს. იანვარი საუკეთესო დროა ისტორიებზე, ტრადიციებზე, სხვადასხვა კულტურის დღესასწაულებზე სასაუბროდ. სთხოვეთ მოსწავლეებს, მოიძიონ ინფორმაცია მათი ოჯახური ტრადიციების შესახებ, შემდეგ შეადარეთ, რით ჰგვანან და განსხვავებიან ისინი. ყველაფერთან ერთად ეს ტოლერანტობის კარგი გაკვეთილიც იქნება.

გახადეთ მათემატიკა მხიარული

ახალი წლის წინ ჩვენ ირგვლივ სულ ციფრებია: დღეები, საყიდლები, ფასები. დაავალეთ თქვენს მოსწავლეებს, დათვალონ, დასვენების დღეები, მათი მშობლების საახალწლო საყიდლებში დახარჯული თანხები. ასე ისინი მათემატიკაშიც გავარჯიშდებიან და მათემატიკაც რეალური ცხოვრების ნაწილად იქცევა. თქვენ ცოტაოდენი ფანზატია მოგეთხოვებათ სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული დავალებების ადაპტირებისთვის ისე, რომ ბავშვები მათით ნამდვილად დაინტერესდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება