სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის 7 აუცილებელი როლი სკოლაში, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა მოირგოს
16-02-2020
-
+


მასწავლებლის საქმიანობა ნაყოფიერი რომ იყოს, ის ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. დასახული მიზნების მისაღწევად და წარმატებული საქმიანობისთვის მას სხვადასხვა როლის მორგება უწევს.

etaloni.ge იმ 7 როლს გაგაცნობთ, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა მოირგოს.

  • მედიატორი
მასწავლებელი უნდა იყოს მედიატორი და უნდა ქონდეს უნარები, რომ ბარიერების მიუხედავად ყველა მოსწავლესთან იურთიერთოს. ის სწავლისთვის შესაბამის გარემოს უნდა ქმნიდეს და ცოდნის სხვისთვის გადაცემა უნდა შეეძლოს. სწავლების პროცესში მასწავლებელი სხვადასხვა სტრატეგიასა და რესურსს უნდა იყენებდეს.

  • ახალი სასწავლო პროგრამების შემქმნელი და ინტერპრეტატორი
პედაგოგს შეუძლია სასწავლო პროგრამების ინტერპრეტირება მოახდინოს და ახალი პროგრამები შექმნას. ის თემატიკის შესაბამისად დამატებითი ტექსტურ და ვიზუალურ მასალებს უნდა იყენებდეს.

  • ლიდერი და მენეჯერი
მასწავლებელს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს. ის კლასს სწორად უნდა მართავდეს და სასკოლო დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც უნდა იყოს ჩართული.

  • მუდმივი მაძიებელი
მასწავლებელი აკადემიურად, პროფესიულად განვითარდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ მუდმივად სწავლის პროცესში იქნება.



  • მოქალაქე/საზოგადოების სრულყოფილი წევრი
მასწავლებელი მოსწავლეებს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობას უნდა უნერგავდეს. ის მოსწავლეებს კანონმორჩილებას და კარგი მოქალაქის მნიშვნელობას უნდა შთააგონებდეს და დემოკრატიულ ღირებულებებს უნერგავდეს.

  • მრჩეველი
მასწავლებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მრჩევლის როლი მოირგოს. ასე მოსწავლეების უკუკავშირიც სასიამოვნო იქნება.

  • დისციპლინის მცოდნე/მკვლევარი
მასწავლებელს თავისი დისციპლინის, პროფესიის  შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეს და სწავლებისთვის სათანადო უნარებსა და მეთოდებს ფლობდეს. ის სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვას უნდა ცდილობდეს და კვლევით საქმიანობას ეწეოდეს. ასე მისი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი, სასიამოვნო და საინტერესო გახდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება