სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობა და „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტი - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
14-12-2019
-
+


საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული სამწუხარო ფაქტის შესწავლაში აქტიურად არის ჩართული.

„ეტალონი“ განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„სამინისტრო, პირველ რიგში, გამოთქვამს დიდ იმედს, რომ 15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში. 

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი. 

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან ერთად იაშვილის კლინიკაში დაზარალებული მოზარდი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ესაუბრა. 

სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კოპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის „მწვანე სკოლაში“ სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს . 

ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“.

ცნობისთვის, საუბარია 15 წლის მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 გადმოხტა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სუიციდის მცდელობამდე კი  არასრულწლოვანი პოლიციაში დაკითხეს, რაც „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე საღებავებით დატოვებულ წარწერებს უკავშირდება. კედლებზე წითელი საღებავით დატოვებული წარწერების გამო, სკოლის ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. აღნიშნული მოზარდი პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ამოიცნო. პოლიციაში რამდენიმე გამოკითხვის შემდეგ მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება