სიახლეები
სამასწავლებლო

„Etaloni.ge ჩვენთვის შესაძლებლობაა, ვიყოთ წარმატებულები და ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყოს“
07-12-2019
-
+


სითამამე, გამბედაობა, საკუთრი თავის რწმენა და მოტივაცია - ასე ახასიათებენ Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას რესპონდენტები, რომლებსაც სიტყვაც ეთქმით და კარგადაც არიან ჩახედულები სასკოლო ცხოვრებაში. კეთილგანწყობა მისასალმებელი, თუმცა ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რაც უნდა იყოს, საქმე საგანმანათლებლო სისტემასა და მომავალ თაობას ეხება. რა მოლოდინი ჰქონდათ და რეალურად რით დაეხმარა Etaloni.ge სკოლებს, ამას ჩვენი რესპონდენტების პასუხებიდან შეიტყობთ. დირექტორებს ამავე დროს წლის მცირე შეჯამებაც ვთხოვეთ:

თამარ გოგიშვილი - ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლა ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ, პედაგოგები უნარების პასუხებს ელიან, რათა გაიგონ, რა სტატუსით დარჩებიან და ბუნებრივია, მეც ვგულშემატკივრობ -  მინდა, ყველა მასწავლებელი იყოს უფროსი, წამყვანი, მენტორი. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა განსხვავებულია - გვაქვს ინკლუზიური განათლების ცენტრი, რომელიც 75 ბავშვს აერთიანებს. ახლახან ჩავატარეთ შშმ და და სსსმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოწვეული გვყავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი მინისტრი, მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა... ვცდილობთ, წარმატებებს მივაღწიოთ. რაშიც ძალიან გვეხმარება Etaloni.ge

პროექტში ჩართულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ბავშვები Izrune.ge-ს და მისასალმებელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნდება Etaloni.ge-ზე. წარმოიდგინეთ, საინტერესო ინფორმაციებს თქვენგან „ვიპარავთ“ და ჩვენს საიტზე ვათავსებთ. სწორედ Etaloni.ge-ში ჩართულობამ განუვითარა ბავშვებს შემოქმედებითი უნარები, მიაჩვია კომუნიკაციას და ისინიც ინტერესით ეცნობიან საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.

ეთერი პაპავა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთვის კარგად დაიწყო სასწავლო წელი იმ მხრივ, რომ პენსიონერ მასწავლებელთა ნაწილმა სკოლაში დარჩენის სურვილი გამოთქვა და გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა,  საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ კი ჩვენმა მოსწავლემ, ლუკა გაგოშიძემ მეორე ადგილი აიღო, რაც, უდავოდ, საამაყოა. მოსწავლეები ჩართულები არიან კონფერენციებში, ოლიმპიადებში... მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ზოგს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, თუმცა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ შესახებ არანაირი, თუნდაც მცირე ინფორმაცია, Etaloni.ge-ს ყურადღების მიღმა არ რჩება. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციები სკოლების წარმომადგენლებს ურთიერთთანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების საშუალებას გვაძლევს. მუდმივად საქმის კურსში ვართ, რა კეთდება სხვაგან და ვცდილობთ, ჩვენი ყოველი ღონისძიება თუ აქტივობა საუკეთესო იყოს. სხვა რა მეთქმის - დიდი მადლობა, ასეთ საქმეს რომ ჩაუდექით სათავეში.

გურამ ნათენაძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და შეფასებისთვის გეტყვით, რომ პროექტში მონაწილეობით ბავშვები თავიანთი ცოდნის მობილიზებას ახდენენ, მოტივაცია უმაღლდებათ  და თამამად შეიძლება ითქვას - „ეტალონი“ ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, სადაც სიამოვნებით ერთვებიან ბავშვებიცა და მშობლებიც.

კონკრეტულად Etaloni.ge კი საშუალებას გვაძლევს, მუდმივად საქმის კურსში ვიყოთ, რა სიხალეები აქვთ სხვა სკოლებს, რა ხდება განათლების სისტემაში და ამავ დროს გავაპიაროთ საკუთარი სკოლა. ასე ყალიბდება ჯანსაღი ურთიერთობები - ბავშვები ეცნობიან თანატოლების აქტივობებს და ცდილობენ, თვითონ უკეთესი პროექტი შესთავაზონ საზოგადოებას, რათა მეტი მოწონება დაიმსახურონ.

ფიქრია ეპიტაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის  N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

Etaloni.ge ჩვენთვის შესაძლებლობაა, ვიყოთ წარმატებულები და ამის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყოს. ვიცით, რამდენი გულშემატკივარი ჰყავს „ეტალონს“ და გვიხარია, რომ ამ დიდ საქმეში ჩვენც გარკვეული წვლილი შეგვაქვს. გააზრებული გვაქვს, რომ კონკურენცია დიდია, თუმცა წლებია ბავშვებს ვუნერგავთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია.  თუ თვითონ არ მოინდომეს, არ იმუშავეს, წარმატებას ლანგრით არავინ მიართმევს. იციან, რომ უნდა ეცადონ, იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა  წარმატებულები იყვნენ და მათ შესახებ ბევრმა ადამიანმა შეიტყოს. ახლანდელ თაობას, მოგეხსნებათ, მარტივი გზით უნდა ინფორმაციების მიღება და Etaloni.ge-მ მა კუთხით მათ „ცხოვრება გაუმარტივა“ - სიახლეებისაც ინტერესით ეცნობიან და ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ.   

ნუნუ სილაგავა - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:  

„ეტლონმა“ ბევრი რამ მოგვცა, ბავშვები წიგნისკენ შემობრუნდნენ, უნდათ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა ჰქონდეთ და ამაში მშობელიცა თუ პედაგოგიც ხელს უწყობს. Etaloni.ge-ს საშაულებით სკოლა უფრო პრესტიჟული, პოპულარული გახდა და კონკრეტულად ჩვენთან სხვა სკოლებიდან ბევრი ბავშვი გადმოვიდა. მოსწავლეები უფრო მოტივირებულები გახდნენ, მშობლებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და რაც მთავარია, ყველ ხედავს, რა კეთდება თითოეულ სკოლაში. ასეთი ინფორმაციების გასაჯაროება კი განათლების სფეროს მხოლოდ დადებითად წაადგება.

მარინა მაჭარაშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა ჩვენი სკოლა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, გვაქვს ასევე ფორმალური და არაფორმალური განათლების ახალი პროგრამები, უსაფრთხო გარემო და ყველაფერი მოწესრიგებულია. გვაქვს ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობა... თუმცა ამ ყველაფრის ვერავინ შეიტყობდა, რომ არა Etaloni.ge. საიტზე განთავსებული ინფორმაციების საშუალებით გაგვიცნეს სხვა სკოლებმა, ვიზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებას და ყოველმხრივ საინტერესოა Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსწავლეები გამოცდილებას იძენენ და ცდილობენ, სხვა სკოლების მაგალითზე, თავად უკეთესი აქტივობა შესთავაზონ საზოგადოებას.   

ინგა მიქალაძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოხარული ვარ, რომ მეორე წელია Etaloni.ge-სთან ვთანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა კვლავ გრძელდება, სკოლის ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი აქტივობა  კი არ რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა. უამრავი ადამიანი გვილოცავს, წარმატებულ სკოლად ვართ მიჩნეული და  ეს Etaloni.ge--ს დამსახურებაა. მოსწავლეებიც უფრო კომუნიკაბელურები გახდნენ, და როდესაც სხვა სკოლის წარმომადგენელი თანატოლებისგან ქებასა და მილოცვას იღებენ, კმაყოფილები არიან და თავმომწონედ დადიან. რა გითხრათ - ძალიან მოგვწონს ეს პროექტი და გვინდა, ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდეს.

მარინა ხვედელიძე - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

სითამამე, გამბედაობა, საკუთრი თავის რწმენა და მოტივაცია - ეს ყველაფერი მისცა ჩვენ მოსწავლეებსა და პედაგოგებს Etaloni.ge-სთან თანამშრომლობამ. ვიცით - თუ მეტს ვიშრომებთ, მეტად დავფასდებით, წარმოვჩინდებით და საზოგადოებაც მეტს შეიტყობს ჩვენს შესახებ.

ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე გეტყვით: 2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე ხარაგაულელი გახდა და ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სკოლის წარმომადგენელია, ჩვენთვის იგი ნომერი პირველი მოსწავლეა. 21-ე საუკუნეა და ბუნებრივია, ნებისმიერ სიახლეს ფეხი უნდა ავუწყოთ.  ტარდება ღონისძიებები, ვესწრებით, ვაქტიურობთ, მაგრამ ფაქტია - ნებისმიერი აქტივობა საჭიროებს საზოგადოების შეფასებას, რასაც ხელს უწყობს Etaloni.ge. აქამდეც კეთდებოდა ეს ყველაფერი სკოლაში, უბრალოდ, ახლა მეტად ეძლევა საზოგადოებას საშუალება, დაინახოს, შეაფასოს და სწორად განსაზღვროს. ეს, ბუნებრივია, კონკურენციის რისკს ზრდის, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია გამარჯვებისა და წარმატებისთვის.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება