სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩვენმა მოსწავლემ აჩვენა, რომ სოფლის სკოლაშიც კარგად სწავლობენ ბავშვები“ - ხონმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
28-11-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხონის კულტურის ცენტრში ჩატარდა, სადაც „ხონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე,   მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

„ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული გუბის საჯარო სკოლის X1 კლასის მოსწავლემ ზინიკო მოსეშვილმა მოიპოვა.

გუბის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა გეგუჩაძე, გამარჯვებულს განსაკუთრებულად ნიჭიერ და ბეჯით მოსწავლედ ახასიათებს:

„ზინიკო არის ძალიან გამორჩეული მოსწავლე, უყვარს მხატვრული ლიტერატურა და ძალიან ბევრს კითხულობს, ჩვენც გვიზიარებს შთაბეჭდილებებს. ყველა საგანს ერთ დონეზე სწავლობს, ათოსანი მოსწავლეა. მიღებული აქვს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის საჩუქარი, რომელიც განათლების სამინისტრომ გადასცა, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს.

ძალიან გაგვიხარდა მისი ეს წარმატება. როცა ხონის რაიონმა პირველად მიიღო „ეტალონში“ მონაწილეობა, მაშინ მისი ძმა, დავით მოსეშვილი მეორე ადგილზე გავიდა, წელს კი ზინიკომ  გაგვახარა და პირველი ადგილი მოგვიტანა. მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ძალიან  მოტივირებული იყო. წინა დღეს  გვეუბნებოდა, აუცილებლად პირველ ადგილს ავიღებო და გვჯეროდა ყველას, მაგრამ კონკურენცია იმდენად დიდია და  ისეთი მომზადებული ბავშვები იყვნენ, ბოლომდე მაინც ვერ ვიქნებოდით დარწმუნებულები.

ფინალში დიდ იმედები გვაქვს. ბატონმა გოჩამაც აღნიშნა, რომ მაქსიმალური შედეგი, 82 ქულა, რაც აიღო ჩვენმა მოსწავლემ, მაღალი ქულაა და იმედი გვაქვს, გავიმარჯვებთ ფინალში, სამეულში მაინც მოვხვდებით, რადგან საწყისი ნამდვილად კარგია და ბატონი გოჩას სიტყვებიც  იმედს გვაძლევს.

სოფლის სკოლებზე სტერეოტიპია, რომ ქალაქის სკოლის დონეს ჩამორჩება, რაც გულზე გვხვდება ხოლმე. გვინდა, ჩვენი სკოლის მოსწავლემ დაამსხვრიოს ეს სტერეოტიპი, გაიმარჯვოს და ყველას აჩვენოს, რომ აი, თურმე სოფლის სკოლაშიც კარგად სწავლობენ ბავშვები“.

ზინიკოს ნიჭიერებაზე საუბრობს მისი მასწავლებელი, ინგა ტალახაძეც:

„ძალიან ნიჭიერი გოგოა. მერვე კლასიდან ვასწავლი. შემოქმედებითი და ძალიან აქტიური ბავშვია, ყველა ღონისძიებაში აქტიურად ერთვება, ლიდერია კლასში. რამდენიმე წლის წინ, როცა მისი ძმა გახდა „ეტალონის“ ერთ-ერთი გამარჯვებული, მაშინ თქვა, რომ მომავალში თვითონაც გახდებოდა და ასეც მოხდა. ძალიან გვასახელა. დამოუკიდებელი ბავშვია, მასწავლებლები დიდად არც ვეხმარებოდით. გვჯერა, რომ ფინალში გვასახელებს, ისეთი შემართული და მოტივირებულია“.

„ხონის ეტალონი მოსწავლე“, ზინიკო მოსეშვილი ამ გამარჯვებაზე გაჩერებას არ აპირებს და ფინალისთვის აქტიურად ემზადება:

„ველოდებოდი გამარჯვებას. „ეტალონში“ აქამდეც ვმონაწილეობდი, მაგრამ ვერ ვიმარჯვებდი. წელს მინდოდა, რომ გამემარჯვა, ჩემი თავი მაქსიმალურად გამომევლინა, ამიტომ ნამდვილად მქონდა იმედი. შევეცადე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამეკეთებინა და ჩემი აზრით, გამომივიდა. ფინალისთვის მთელი გულით ვაპირებ მომზადებას და იმედი მაქვს ჩემს მუნიციპალიტეტსა და სკოლას კიდევ ერთხელ წარმოვაჩენ“.

ჩემპიონატში გამარჯვებულმა „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება