სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„განათლებაზე მზრუნველი მუნიციპალიტეტი“- izrune.ge-ს ინოვაციებს ხონი გაეცნო
27-11-2019
-
+


ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდულ-სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ალეკო ვეკუა, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ცაგარეიშვილი, ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება