სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბევრისთვის ეს მძიმედ გადასატანი პერიოდია - რაზე გვაფრთხილებენ და რის გაკეთებას გვირჩევენ დღეს ასტროლოგები?
26-11-2019
-
+


დღეს, 19:05 საათზე ახალმთვარეობაა. ყველასთვის ცნობილია, რომ მთვარე დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. ეს არის პერიოდი, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორისაა მოქცეული. ამ დროს მთვარე უჩინარია და მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ იწყებს გამოჩენას. 

ამ დღესთან დაკავშირებით ასტროლოგები გვაფთხილებენ და რჩევებს გვაძლევენ, როგორ უნდა გავიაროთ ეს პერიოდი მშვიდად. 

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვირჩევს:

„სამშაბათს, 19:05 წუთზე ახალმთვარეობაა მშვილდოსნის ნიშანში!

არაფერი ახალი მინიმუმ 29 რიცხვამდე სჯობს არ დაიწყოთ. ვგულისხმობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ხელშეკრულებების დადებას და ა.შ.

ამ პერიოდში სასიკეთოა დაგეგმვა, მომზადება.

ახალმთვარეობა ბევრისთვის მძიმედ გადასატანი პერიოდია, მით უფრო კირჩხიბებისა და მთვარის გავლენის მქონე ადამიანებისთვის, ასე რომ, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას და აპათიას, იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

თავისთავად, სიფრთხილე გზებზე, ტექნიკასთან, გადამეტებულ აგრესიულ ქმედებებთან…

მალე პოზიტიური პერიოდი დაიწყება,

მშვიდ, სასიკეთო დღეებს გისურვებთ!“

არსებობს რიტუალები, რომლებსაც ახალმთვარეობას განსაკუთრებული ძალა აქვს: ჩამოწერეთ კონკრეტული სურვილები (მაგალითად, თუ გსურთ ტელეფონი, მიუთითეთ კონკრეტული მოდელი, თუ გსურთ მაღალი ანაზღაურება - იფიქრეთ კონკრეტულ თანხაზე), მოახდინეთ ვიზაულიზაცია და კონცენტრაცია ამ სურვილებზე, გამოხატეთ მადლიერება იმის გამო, რაც აქამდე გარგუნათ სამყარომ.

როგორც ფენ-შუის სპეციალისტები ფიქრობენ, ახალმთვარეობა იდეალურია ფულის და სიმდიდრის ენერგიების მოსაზიდად, ამიტომ თუ დიდი კუპიურები გაქვთ, ახალმთვარეობას დაალაგეთ რამდენიმე საათი ფანჯრის რაფაზე და გაუშვით სამყაროში პოზიტიური აფირმაციები.

რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ დღეს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აგიხდებათ და ნუ გააკეთებთ ამ ყველაფერს გულგრილად. გახსოვდეთ, რწმენა სურვილების ასრულებას აჩქარებს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება