სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა
15-11-2019
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მე ვკითხულობ ვეფხისტყაოსანს“ ჩატარდა.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ქალაქში ტრადიციად ქცეული ღონისძიება - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ საკუთარ სკოლაშიც ჩაეტარებინათ. მათ ინიციატივას მხარი აუბეს ამავე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა-ლია კუხიანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა უკვდავი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებასა და მნიშვნელობას მომავალი თაობის განათლებისა და აღზრდის საქმეში.

„ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სულმნათი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“-როგორც ქართული შემოქმედებითი გენიის უდიდეს მონაპოვარზე; ჩვენთვის -ქართველთათვის, მეორე ბიბლიად წოდებულ უმნიშვნელოვანეს წიგნზე.

სიმბოლური იყო ისიც, რომ პირველებმა სწორედ I კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ინგა მეტონიძე) სკოლის კედლებში გააჟღერეს შოთას სიბრძნით გაჟღენთილი აფორიზმები.

მათ კვალდაკვალ მიჰყვნენ III კლასის მოსწავლეები: მარიამ ახრახაძე, ელისაბედ ხეცურიანი, მირიან გორდეზიანი, ნიკოლოზ შუბლაძე, ქრისტინე გულბიანი, დეა გიორგიძე, ანანო ლიკლიკაძე (კლასის ხელმძღვანელი: ნათია ჟორჟოლიანი);

IV კლასის მოსწავლე ანასტასია ჩაკვეტაძე (კლასის ხელმძღვანელი: ქეთინო დიაკონიძე);

IV კლასის მოსწავლეები: ელენე გურგენიძე, მარიამ ბლალაძე, გვანცა გოგიტიძე, ნათია გორდეზიანი, ნიკა პეტრუსოვი (კლასის ხელმძღვანელი: გვანცა სანებლიძე);

V კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ვალიდა კვირიკაშვილი);

V კლასის მოსწავლეები: ელენე შუბლაძე, იოსებ ხეცურიანი, მარიამ ბუღაძე, ბარბარე სინატაშვილი (პედაგოგი: მაია ნიკოლაძე);

VI და VI კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: ბელა სვანიძე);

X კლასის მოსწავლეები არევანიძე ნანა, ხეცურიანი თათია.

როგორც ეკრანიდან, ასევე ჩვენი მოსწავლეების ბაგეთაგან იღვრებოდა შოთას ხელით შექმნილი, საუკუნეებს მინდობილი ერის უკვდავსაყოფად ფასდაუდებელი განძი ქართველთა.
გვწამს:
„რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია“
გვჯერა:
„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია - გამოცდები 2026

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“
 
 
 
ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება