სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
14-11-2019
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლაში შემოდგომის სეზონის გაცილების ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს სკოლის სპეციალური მასწავლებელი, ემილია აპინიანი და მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების დამრიგებელი, სათენიკ ვარდერესიანი, ხელმძღვანელობდნენ.

„ჯავახეთი მუდამ გამოირჩევა ლამაზი ფერებით წელიწადის ყველა დროს, თუმცა შემოდგომას ხომ ვერ შეედრება ვერაფერი, მერე რა, რომ მზე დიდხანს ვერ ანათებს დედამიწას, მერე რა, რომ მთაზე დარჩენილი თოვლის სუსხი აცივებს გარემოს, და, მერე, რა, რომ ოდესღაც მწვანედ შემოსილი, ახლა კი ყვითელი ფოთლებისგან გაძარცული ხეები მოწყენილად გამოიყურებიან, ამ დალოცვილ შემოდგომას მაინც აქვს თავისი სილამაზე, სიდიადე, სიუხვე“, - აღნიშულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

საღამოზე წარმოდგენილი იყო იმიტირებული ქართული და სომხური სოფლები, ქართულ-სომხური სამზარეულო, ქართულ-სომხური მუსიკალური ნომრები.

სკოლის ინფორმაციით, ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა.

მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, ერვანდ ვარედერესიანმა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებით მოსწავლეების ინტერესის სფერო უკეთ იკვეთება და მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციაც მაღლდება.

„ჩვენ ვზრდით პირველ რიგში მოქალაქეებს, მათი პიროვნული განვითარება კი მხოლოდ გაკვეთილზე კი არა, კლასგარეშე ღონისძიებებით ხდება”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.  

ღონისძიების ორგანიზატორებს სკოლის დირექციამ სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება