სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ, შეზღუდული დრო ექნებათ“ - როდის გამოქვეყნდება შემოდგომის გამოცდის შედეგები?
17-11-2019
-
+


შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდის პირველადი შედეგები ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ტესტების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და აპელაციაზე განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. 

„მას შემდეგ რაც ყველა საგნის შედეგი გახდება ცნობილი დაიწყება აპელაციის პროცესი, ამიტომ მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, როცა ეს პროცესი დაიწყება, რადგან აპელაციის გასაკეთებლად მათ შეზღუდული დრო ექნებათ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ. 

რაც შეეხება გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სირთულეს, ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ნოემბერში ჩატარებული ტესტები იგივე სირთულის იყო, რაც ზაფხულის გამოცდის ტესტები.

„შეგიძლიათ მასწავლებლებსაც ჰკითხოთ, ტესტები გართულებული ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნა გორგოძემ.

ცნობისთვის, პრაქტიკოსი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველისთვის ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება