სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩელის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
08-11-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - ,,გულით, გონებით, ხელებით’’ ფარგლებში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მჯობნის მჯობნი“ ჩატარდა.

შეჯიბრში მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შეჯიბრი ძალიან მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა.

პროექტი -  „გულით, გონებით, ხელებით“ მოიცავს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას და სსსმ მოსწავლეების სოციუმში
ჩართულობას. პროექტი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას.

„ჩვენი სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის’’ ფარგლებში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რაშიც გვეხმარებიან ლიდერობის სპეციალისტი: თეა გაბელაია, კურიკულუმის ექსპერტი: ცირა სართანია, ტექნოლოგიების ექსპერტი: ლაშა ლოგუა.

მათი და სკოლის ადმინისტრაციის: დირექტორის ქალბატონ მარინე ცარციძეს, სასწავლო ნაწილის გამგის ქალბატონ მედეა თორდიას და მთელი პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევითა და მონდომებით, პროფესიონალიზმითა და კრეატიული მიდგომების
შედეგად დღემდე არაერთი საინტერესო შეხვედრა, ღონისძიება და პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია, პროექტი: ,,გულით, გონებით, ხელებით’’, რომელიც მოიცავს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას და სსსმ მოსწავლეების სოციუმში ჩართულობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება