| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს სამი ახალი მასწავლებელი შეემატა.
ქეთევან გედევანიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. პოზიტიური, საქმის ერთგული და თავისი პროფესიის მოყვარული ადამიანი - ასე ახასიათებს სკოლის დირექცია ახალ პედაგოგს.
სკოლის ინფორმაციით, მეორე ახალი, მოტივირებული პედაგოგი თამთა მენაბდიშვილია.
თამთა მენაბდიშვილი სკოლაში მაძიებლის სტატუსით შევიდა და ქართულს, როგორც მეორე ენას ასწავლის.
სკოლის მესამე ახალი პედაგოგი ნონა სელიმაშვილია.
ნონა სელიმაშვილი დაწყებითი კლასების პედაგოგია და მას სკოლა ახასიათებს, როგორც პატარებზე შეყვარებულს, თბილს, საქმის ერთგულსა და თავისი პროფესიის მოყვარულ ადამიანს.
„ამ პედაგოგებმა გადაწყვიტეს, შეეჭიდონ იმ სირთულეებს, რომელსაც ენობრივი ბარიერი და რთული კლიმატი ჰქვია. ირგანჩაის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულია და სკოლაში ქართული სექტორი ფუნქციონირებს.
ქართული სექტორი უკვე 8 კლასს მოიცავს, ყოველ წელიწადს ერთი კლასი ემატება და შესაბამისად, ქართველი მასწავლებლების საჭიროებაც ჩნდება“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლის დირექცია ახალ პედაგოგებს წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას