სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„განათლება იწყება აქ“ - ჩოხატაური „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
01-11-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ჩოხატაურის თეატრში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერია, გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი თამარ კეკელიძე, ჩოხატაურის რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი სიხარულიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ შუაფარცხმის საჯარო სკოლასაც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება