სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არგვეთის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროექტი - „პატარა სტატისტიკოსები“ განხორციელდა
31-10-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ლალი აბულაძემ მოსწავლეებთან ერთად საგაკვეთილო პროექტი - „პატარა სტატისტიკოსები“ დაგეგმა და განახორციელა.

მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენეს.

„მათემატიკის  საგნის სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეები ზოგიერთი საკითხის შესწავლისას სვამენ შეკითხვებს: რაში გამოგვადგება ეს საკითხი? რა საჭიროა ამის სწავლა? ერთ-ერთი ასეთი საკითხი მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკაა. მოსწავლეებს უჭირთ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება, უჭირთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, დახარისხება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით, ზოგიერთს უჭირს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა. ნებისმიერმა პიროვნებამ 21-ე საუკუნეში აუცილებლად უნდა შეძლოს სხვადასხვა დიაგრამით წარმოდგენილი მონაცემებიდან დასკვნების გამოტანა, სხვადასხვა ხერხით წარმოდგენილი ელემენტარული სტატისტიკური მონაცემების წაკითხვა. როდესაც მოსწავლეს, თავის დროზე, თავისივე ხელით ექნება  შექმნილი მსგავსი ტიპის დიაგრამები, მას აღარ გაუჭირდება მათი გაანალიზება.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს შევთავაზე არატრადიციული გაკვეთილი და ავირჩიე პროექტული სწავლების მეთოდი. მათთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე საგაკვეთილო პროექტი - „პატარა სტატისტიკოსები“. ერთად დავსახეთ სრულიად ახალი ამოცანები, რაც ტრადიციული გაკვეთილისაგან განსხვავდებოდა. რის შედეგადაც, მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენეს. მოგეხსენებათ, პროექტი მოსწავლეებს უვითარებს კვლევით, შემოქმედებით, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარებს. აღნიშნულმა პროექტმა კი გაზარდა მათი მოტივაცია და მათ მოიძიეს სკოლის არქივიდან საინტერესო ინფორმაციები, რაც წარმოადგინეს სვეტოვანი  დიაგრამების სახით.

პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • პროექტის მსვლელობისას, მასწავლებელი უნდა იყოს გეზის მიმცემი;
  • პრობლემა უნდა იყოს აქტუალური,დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • უნდა არსებობდეს  მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად;
  • ვადები ისე განვსაზღვროთ, რომ საკმარისი იყოს პროექტის შედეგების მისაღწევად;
  • გუნდის წევრებს შორის ფუნქციები ისე იყოს გადანაწილებული,  რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.
პროექტული სწავლების ძლიერი მხარეებია:

  • მოსწავლეები თვითონ არიან პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე,რაც უვითარებს და ზრდის მათ პასუხისმგებლობას;
  • მასწავლებელი არის ფასილიტატორი;
  • მასწავლებელი აძლევს მხოლოდ რჩევებს ან პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება, შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად შეგროვება, დახარისხება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით, მათ შექმნეს რესურსი.

პროექტ-გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ტრანსფერის, პრეზენტაციის, ანალიზის, თვითშეფასების, რეფლექსიის და შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები.

გთავაზობთ განხორციელებული პროექტის აქტივობებს:

  • მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების გადანაწილება;
  • პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებთან;
  • სკოლის დირექციის, კათედრის მოწვევა და დაგეგმილი პროექტის გაცნობა;
  • მოსწავლეების გამოკითხვა დამრიგებლებთან თანამშრომლობით;
  • სკოლის არქივში ვიზიტი და ინფორმაციის ორგანიზება, დახარისხება;
  • ისტ კაბინეტში მუშაობა (მონაცემებისათვის  დიაგრამების შერჩევა);
  • შექმნილი რესურსის გაკვეთილზე პრეზენტაცია;
  • შექმნილი რესურსის სკოლის სივრცეში გამოფენა“, - ნათქვამია ლალი აბულაძის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წიგნის საცავები და ხელნაწერი მემკვიდრეობა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება