სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''სამგორის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენას გადაჭედილი აუდიტორია ესწრება
18-05-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''სამგორის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 
  
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს.

ინტელექტ-შეჯიბრში სამგორის რაიონის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ ღონისძიებაში ყველაზე მეტი - 16 მონაწილით, თბილისის N106 სკოლაა წარმოდგენილი. 

თბილისის N106 სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

''მოსწავლეთა განვითარებისთვის ''ეტალონს'' ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სკოლა აქტიურად იყო ჩართული შესარჩევ ტურში, გვყავს 16 მონაწილე, რომლებმაც გადალახეს ზღვარი და ახლა მოვედით, რომ მონაწილეობა მივიღოთ მე-2 ტურში.''

პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ''ეტალონისგან'' სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდება.
 
ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები თავიანთ განწყობასა და ემოციებს გვიზიარებენ.

თამარ ციმაკურიძე, თბილისის N176 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:

''ეტალონის'' შესარჩევ ტურში ძალიან საინტერესო კითხვები იყო, გამიხარდა, რომ შემდეგ ეტეპზე გადავედი. არ ვნერვიუოობ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან კარგია, რომ ეს პროექტი არსებობს.''

თბილისის N152 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა მოკვერაშვილი: 

''საკმადო ვნერვიულობ, შეიძლება დაბნეულობაც მეტყობოდეს. გამარჯვების იმედი მაქვს, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ. ''ეტალონი'' არის ინტელექტუალური ჩემპიონატი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ძალიან მომწონს ეს პროექტი და ხშირად ვუყურებ.''

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''სამგორის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.






















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება