სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ 3 კრედიტი მოვაგროვო? - „ნაეკი“ მასწავლებელთა გამოცდების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს
01-11-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ნომებერში დაგეგილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდასთან დაკავშირებით, აპლიკანტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს: 

etaloni.ge ცენტრის მიერ გავრცლეებულ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

- გამოცდის დაწყების დრო საგამოცდო ბარათზეა მითითებული?

- ბარათზე იხილავთ რეგისტრაციის დაწყების (და არა გამოცდაზე შესვლის) დროს. მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

- რეგისტრაცია ახლაც 08:00 საათზე იწყება?

- რეგისტრაცია, უმეტესად, 10:00 საათზე იწყება. გამონაკლისს წარმოადგენს უცხო ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა. სწორედ ამიტომ აუცილებელია აპლიკანტები ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და ცენტრებში გამოცხადნენ შესაბამის დროსა და ადგილას.

- როგორ უნდა გავიარო რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში?

- რეგისტრაციის გასავლელად დაგჭირდებათ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

- რა ვქნა, თუ საგამოცდო ბარათი დავკარგე, შესაძლებელია ტელეფონით გადაღებული ფოტო წარმოვადგინო?

- ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართით და ხუთნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია ჩანდეს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. მობილური ტელეფონით ბარათის ფოტოს საგამოცდო ცენტრში ვერ წარადგენთ, რადგან გამოცდაზე შესვლამდე უნდა გათიშოთ ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის, ტელეფონიც და ჩააბაროთ შესანახი ნივთებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამავიწყდა იმ ელფოსტის მისამართი, რომლითაც რეგისტრაცია გავიარე?

- ამ შემთხვევაში უნდა მომართოთ ცენტრს განცხადებით (მისამართზე: ე. მინდელის N9) და მოითხოვოთ ახალი ელექტრონული ფოსტის მიბმა თქვენს სარეგიტრაციო ველზე.

- აუცილებელია თუ არა საგამოცდო ბარათის შენახვა გამოცდის დასრულების შემდეგ?

- უნდა დაიმახსოვროთ ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას.

- კიდევ როდის მიეცემა შესაძლებლობა მასწავლებელს დაადასტუროს კომპეტენცია?

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ტესტირება კი ზაფხულში ჩატარდება.

- რამდენი ქულა უნდა ავიღო საგნის გამოცდაზე, რომ 3 კრედიტი მოვაგროვო?

- კრედიტების დაგროვების საკითხი სცილდება ჩვენს კომპეტენციას. დეტალები გაარკვიეთ მასწავლებლის სახლში.

- საწერი კალამი დამხვდება გამოცდაზე, თუ შემიძლია ჩემი შევიტანო?

- ცენტრი წელსაც უზრუნველყოფს მონაწილეებს საწერი კალმებით. სურვილის შემთხვევაში, აპლიკანტებს საშუალება აქვთ თან იქონიონ გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

რა უნდა ვიცოდეთ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვის შესახებ და საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

4 სახარებისეული მოვლენა, რომელსაც  დიდ ხუთშაბათს მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება