სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიროვაკანის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში წარმატებით ერთვებიან
17-05-2017
-
+


ახალქალაქის რეგიონში უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს ევროპის ფონდი და ''ახალგაზრდული  იდეა''. 

მათი მხარდაჭერით ხორციელედება პროექტები, სადაც ჩართულები არიან როგორც   ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები.


მოსწავლეები თავიანთი იდეებით წარმატებით ერთვებიან წამახალისებელ აქტივობებში. 

კიროვაკანის სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ახალქალაქის ახალგაზრდული იდეის საგრანტო ციკლის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, სახელწოდებით - ''კაშკაშა ვარსკვლავები'' და ,,A.A.S.A.A“  აღნიშნულ  ვადებში  წარმატებით განახორციელეს. 

,,A.A.S.A.A“ -ს პროექტის ავტორებმა თავისივე სკოლისთვის შეიძინეს წიგნები და თაროები, ხოლო ,,კაშკაშა ვარსკვლავები“ -ს პროექტის ავტორებმა - სპორტული ინვენტარი.         

აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი მხარდაჭერა გამოხატა კიროვაკანის სკოლის დირექტორმა პეტროს აკოპიანმა, რომელმაც დაუფინანსა ტრანსპორტირების ხარჯები, რისთვისაც მადლობას უხდიან მოსწავლეები, მშობლები და სკოლის პერსონალი. 

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ერთობლივად გამართეს პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე მათ წარუდგინეს საკუთარ თანასკოლელებს და მასწავლებლებს მათ მიერ განხორციელებული პროექტები და გაუზიარეს შთაბეჭდილებები ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებით, წარმოთქვეს ლექსები ქართულ და მშობლიურ (სომხურ) ენაზე და ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. 

''წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან ანალოგიური ტიპის ღონისძიებებში!'' - აღნიშნავს ქართული  ენის  მასწავლებელი მ. ვახტანგიშვილი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება