| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორც ცნობილი გახდა, სტუდენტები მასწავლებლის ასისტენტად მუშაობას შეძლებენ. საკანონმდებლო ცვლილებაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუშაობს. მისი დანერგვა კი სავარაუდოდ, 2020-2021 სასწავლო წლიდან იგეგმება.
კანონპროექტის დეტალების შესახებ, თავად ინიციატივის ავტორი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში საუბრობს. დეპუტატის განმარტებით, პროგრამა ორწლიანი იქნება და როგორც დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე, ისე კურსდამთავრებულებზეც იქნება გათვლილი.
როგორც ჯაში ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, ასისტენტებს თავად სკოლები შეარჩევენ. ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა ეს ანაზღაურებადი, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ პროგრამაში ჩართულმა პირებმა სიმბოლურად, მინიმალური ანაზღაურება მაინც მიიღონ.
„ანაზღაურების შემთხვევაში, სკოლის გადაწყვეტილება იქნება კონკრეტული სტუდენტისა და ახალგაზრდის დასაქმება, ხოლო ანაზღაურების წესი თავად მინისტრის ბრძანებით იქნება განსაზღვრული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მინიმალური სიმბოლური ანაზღაურება მაინც ექნებათ ასისტენტებს. თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტიმული მათთვის პროფესიული ზარდა იქნება.
ახალ კურსდამთავრებულებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა მუშაობა დაიწყონ, თუნდაც ნებისმიერი პროფესიით, რადგან ყველა პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაში მოითხოვენ 2-3 წლიან გამოცდილებას. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას დაიწყონ პირველი პროფესიული გამოცდილება, რომლებიც მათ შრომით სტაჟში ჩაეთვლებათ და ბუნებრივია გზას ვუხსნით, როგორც განათლების სისტემაში, ისე სხვა მიმართულებითაც“, - აღნიშნავს კომიტეტის თავჯდომარე.
მისივე თქმით, ასისტენტები ორი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩევიან. პირველი ეს არის 180 კრედიტი, ანუ უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამათავრებელი კურსის სტუდენტი, მეორე კი იქნება პროფესია, თუ რა მიმართულება აქვს ახალგაზრდას გავლილი.
„პირველ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ რომ დაწყებით კლასებში შესაძლოა შევიდეს ნებისმიერი პროფესიის სტუდენტის ან კურსდამთავრებული, ხოლო საშუალო და მაღალ კლასებში საგნობრივი პროფესიის მქონე განათლების მქონე ახალგაზრდები იქნებიან.
ამასთან, ასისტენტებს ორწლიანი მუშაობის პერიოდში ვალდებულება ენებათ პირველ წელს გაიარონ მასწავლებლის ასისტენტის სპეციალური პროგრამა, რომელიც მასწავლებლის სახლის ბაზაზე იქნება, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ მათ საშუალება ექნებათ ბოლომდე მიიყვანონ ორწლიანი პროგრამა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„სასწავლო პროცესის ასისტენტი არის ხანგრძლივი გამოცდილების პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში ორ ჯგუფად იყოფა. ეს არის უშუალოდ მასწავლებლის ასისტენტი და არის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ასისტენტი“ - განმარტავს ჯაში და ასისტენტის დასაქმების მიმართულებებზეც საუბრობს.
„პედაგოგის უფლება-მოსილება იქნება ის თუ რას დაავალებს ასისტენტს. ეს არ იქნება სამინისტროს მიერ გაწერილი საქმიანობა. თითოეულ სკოლას როგორც ქალაქში, ისე სოფელში აქვს თავისი საჭიროებები და თითოეული სკოლის გადაწყვეტილება იქნება კონკრეტულად რა მიმართულებით დაასაქმებენ ასისტენტებს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ