სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

23-09-2016
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაღალმთიანი რაჭიდან, ლელა კოტორაშვილმა, სკოლის მოსწავლეები, კვირა დღეს, ბუნებაში გაიყვანა და აქტივობა სახელად „კითხვა ბუნებაში“ მოაწყო.   

„წიგნიერების განვითარებისთვის ზრუნვა საკლასო ოთახითა და ქართულის გაკვეთილით რომ არ უნდა შემოიფარგლოს, ახალი ამბავი არ არის.

სემესტრულ სამოქმედო გეგმაში აუცილებლად ვწერ აქტივობას, რომელსაც „კითხვა ბუნებაში“ დავარქვი. ამისთვის კი საჭიროა თავისუფალი დრო, წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, ცოტაოდენი ტკბილეული და შესაფერისი გარემო.

ასეთი დღეები დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცევა ხოლმე. განსხვავებულ გარემოში მასწავლებელი და მოსწავლეები ვაკვირდებით ერთმანეთის ქცევას, ამ დროს უფრო ადვილია ბავშვის სამყაროსთან დაახლოება.“- აღნიშნავს ლელა.

ბავშვებმა ტყესთან ახლოს გაშალეს პლედები, ჩანთებიდან წიგნებთან ერთად ტკბილეული ამოალაგეს და ერთმანეთს გაუზიარეს წაკითხული მოთხრობების შინაარსი.

ამ აქტივობით მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის წიგნების სათაურებსა და ავტორებს, სწავლობენ ურთიერთობას განსხვავებულ გარემოში, იღებენ საინტერესო სურათებს.

„მერვეკლასელი თამუნას წიგნის ფურცელზე მოფრენილმა რომელიღაც პაწაწინა მწერმა კი საინტერესო საუბარი წამოგვაწყებინა. სურათი გადავუღეთ აპარატის macro პროგრამით და სულ სხვა თვალით დავინახეთ. ასე გადავწყვიტეთ ბუნების უხილავ ზედაპირებზე, პატარა არსებებსა და ყვავილებში განსხეულებული სამყარო აღმოგვეჩინა და სახლისკენ მომავალ გზაზე ბევრი საინტერესო სურათი დაგვიგროვდა. ამ სურათებს ამოვბეჭდავთ და საკლასო ოთახს გავილამაზებთ. კარს წვიმიანი ნისლით დაბინდული დღეები მოგვადგდა.“

მეცხრეკლასელი თამუნა პალაციოს „საოცრებას“ კითხულობს, მერვეკლასელი მარიამი - ჟან-კლოდ მურლევას „პირაღმა მდინარეს“, მისი კლასელი თამარი - ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, მეექვსეკლასელი მარიამი - ასტრიდ ლინდგრენის „ემილის თავგადასავალს“ , მერვეკლასელი კესო - თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, ამ პატარა ადამიანებისთვს ლელა მასწავლებელი კი - ჰერმან მელვილის „მობი დიკს“.

იხილეთ ფოტოები

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება