სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერთი უჩვეულო დღე ასპინძის სკოლაში
16-05-2017
-
+


ასპინძის სკოლაში დღე უჩვეულოდ დაიწყო. ერთი დღით მასწავლებლების როლი მოსწავლეებმა მოირგეს, დირექტორადაც და სასწავლო ნაწილის გამგედაც სკოლის მოსწავლეები მოგვევლინნენ.

მოსწავლე-დირექტორი, მე-12 კლასელი შოთა იველაშვილი იყო, მოსწავლე-სასწავლო ნაწილის გამგე კი მე-12 კლასის მოსწავლე რატი ზედგინიძე.

მოსწავლე-მასწავლებლებმა 8 საგანში ჩაატარეს გააკვეთილი. გაკვეთილების მსვლელობას მოსწავლე-დირექტორი და მოსწავლე-სასწავლო ნაწილის გამგე აკვირდებოდნენ.

სკოლაში დისციპლინაზე პასუხისმგებლები იყვნენ მოსწავლე-მანდატურები და მორიგე მოსწავლე-მასწავლებლები.

''უჩვეულო ფუსფუსი იყო დღეს ასპინძის სკოლაში. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს, ყველანი კმაყოფილები დავრჩით''- აღნიშნეს მასწავლებლებმა.

დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მასწავლებელმა მთვარისა ზედგინიძემ, მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება