| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N61 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე რამაზ ჯავახიშვილმა ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსში გაიმარჯვა.
იგი სან-დიეგოს უნივერსიტეტის 50%-იანი გრანტით დაჯილდოვდა.
კონკურსი ათასწლეულის ინოვაციების ფონდმა ჩაატარა ამერიკის საელჩოსა და მილენიუმის კორპორაციის ორგანიზებით.
''ედისონის ლიგა'' - კიდევ ერთი კონკურსია, რომელშიც რამაზ ჯავახიშვილმა წარმატებას მიაღწია. მისი გუნდი 68 გუნდს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
კონკურსი თავისუფალმა უნივერსიტეტმა ჩაატარა საინჟინრო ფაკულტეტებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის. ''ედისონის ლიგა'' 3 ეტაპად მიმდინარეობდა და მასში 204 აბიტურიენტი მონაწილეობდა. II ეტაპზე 33 გუნდი გადავიდა, ფინალში კი - 13. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცა.
კონკურსში ტექსტური სქემის აწყობის რეკორდი მოიხსნა (4,3 წთ.).
''რამაზს ვულოცავთ ამ დიდი წარმატებებს. იგი ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეა. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლას'' - აღნიშნეს სკოლის მასწავლებლებმა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი