სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების მისაღწევად სტიმულს აძლევს“ - ლაგოდეხში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
03-10-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე:

„ეტალონის“ I ეტაპი ნამდვილად სამართლიანად ჩატარდა. ჩვენი რაიონის სკოლის მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან. შესაბამისად, მათგან ყოველთვის კარგ შედეგებს ველოდებით. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის მოსწავლეებს ცოდნის გამეორებისა და გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ კაპანაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგები „ეტალონის“ ტესტირებაზე დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, კონკურსის მონაწილეები II ეტაპზეც წარმატებებს მიაღწევენ. ჩვენი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო „ეტალონის“ ტესტირებაზე. „ეტალონთან“ წარმატებით ვთანამშრომლობთ, პროექტი მოსწავლეებს სწავლისადმი  მოტივაციას მნიშვნელოვნად უმაღლებს“.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბახტურიძე:

„ეტალონის“ ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა, საგამოცდო პროცესმა ყველა წესის დაცვით ჩაიარა. ტესტირების გასწორებაში ვმონაწილეობდი და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის ობიექტურად გასწორდა. „ეტალონი“ მოსწავლეებს განვლილი მასალის შეჯამებაში ეხმარება. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთ ცოდნაზე დაფიქრდნენ და მეტად განვითარდნენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ“.

ვარდისუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ყეინაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეთა შედეგებით არც თუ ისე კმაყოფილი ვარ. ტესტირებაზე მონაწილეობა ჩვენი სკოლის ბევრმა მოსწავლემ მიიღო, თუმცა I ტური ცოტამ გადალახა. იმედი მაქვს, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლებმაც I ტურში მაღალი ქულები მოიპოვეს, „ეტალონის“ შემდეგ ეტაპს თავს წარმატებით გაართმევენ. „ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთ ცოდნასა და განათლებაზე დაფიქრების საშუალებას აძლევს. ტესტირებიდან გამოსული მოსწავლეები დიდხანს განიხილავდნენ „ეტალონში“ არსებულ საკითხებს, რაც მათი წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების იმედი ნამდვილად მაქვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან, შესაბამისად, სამართლიანად მაქვს იმისი ამბიცია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა „ეტალონში“ გაიმარჯვონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს წინსვლისკენ სწრაფვა ვასწავლოთ. „ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების მისაღწევად სტიმულს აძლევს, წარმატება კი სწავლის გარეშე არ მიიღწევა“.

არეშფერანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზეინაბ დევაძე:

„მოსწავლეების შედეგები „ეტალონის“ ტესტირებაზე არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ნამდვილად გააჩნიათ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ და თავიანთი ცოდნა გაიღრმავონ. იმედი მაქვს, ჩვენი მოსწავლეები ტესტირების II ეტაპზე თავიანთ შესაძლებლობებს ბოლომდე აჩვენებენ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მოსწავლეებს ამ პროექტში ჩართულობის დიდი მოტივაცია გააჩნიათ“.

ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული:

„ეტალონის“ ტესტირებაზე მოსწავლეთა შედეგებით არც თუ ისე კმაყოფილი ვარ, რადგან მოსწავლეებს ტესტის დაწერა გაუჭირდათ. ჩემი აზრით, პროექტი მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს“.

ჭაბუკიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ცერცვაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთგვარი სტიმულია, მეტი იკითხონ, ისწავლონ და თავიანთი ცოდნა გამოავლინონ“.

დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი სერიხი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგებით „ეტალონის“ ტესტირებაზე კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, ტესტირების შემდეგი ეტაპიც წარმატებით ჩაივლის. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, მეტი წაიკითხონ, ისწავლონ და განვითარდნენ. ამიტომ, მივესალმები ამ პროექტს“.

დავითიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ლომიძე:

„ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა შეძლებისდაგვარად გამოავლინეს. ტესტირების მონაწილეები ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი ცოდნა გამოავლინონ, რის საშუალებასაც „ეტალონი“ ნამდვილად აძლევს“.

ასევე იხილეთ: ლაგოდეხის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

26/26 - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წელი გავიდა

ბაღის აღმზრდელი დაკავებულია - კამერის ჩანაწერები მის დანაშაულს ადასტურებს

სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

ეს ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ თავი ამ ქვეყნის მკვიდრ შვილებად იგრძნონ

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...

ეს წელი იყო სავსე სწავლით, მეგობრობით, სიხარულით და უამრავი ლამაზი მოგონებით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება