| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ახალციხის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლეებს „ახალციხის ციხეზე“ გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია ჩაუტარდათ.
მათ საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნა განიმტკიცეს მუზეუმის გიდების და მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების მეშვეობით.
მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც შეხვდა.
აღნიშნული გაკვეთლის შემდეგ დაიგეგმა კონფერენცია ''საქართველოს ისტორია და სამცხე- ჯავახეთი''.
როგორც სკოლის წარმომადგელები აღნიშნავენ, სკოლიდან წარმოდგენილი იყო ორი თემა:
''ჩვენი სკოლიდან წარდგენილი იყო ორი თემა. მომხსენებლები იყვნენ: გ.ჯვარიძე და მ.აფციაური. კონფერენციის შემდეგ გამგეობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წამახალისებელი საჩუქრები გადასცეს. მადლობას ვუხდით რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, გამგეობას, მოსწავლეებს ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი ღონისძიებისათვის.''
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი