მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 11 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე:
„ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ პროექტში ჩვენი მოსწავლეები, როგორც ყოველთვის! პროექტი ძალიან პოპულარული და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე ორიენტირებულია და ალბათ ამიტომაც, ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები და მოსწავლეები. ყოველ წელს იმატებს ჩართულობა. ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება“.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არჩილ ჯაბადარი:
„მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო პროექტია. ძალიან ბევრი ბავშვია ჩართული ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, სიამოვნებით მონაწილეობენ პროექტში, რადგან „ეტალონი“ რეალურად ემსახურება მოსწავლეთა წინსვლას, მოსწავლეთა განათლებას და რეალურად უწყობს ხელს მომავალი თაობის განვითარებას და არა - ერთჯერადად. ყოველ წელს იზრდება მსურველთა რაოდენობა და ჩვენც ვცდილობთ, უარი არ ვთქვათ ამ სიამოვნებაზე, დავაფინანსოთ და ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს მონაწილეობა ამ შესანიშნავ პროექტში. ამჯერად პროექტში ჩვენი ყველა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი მეორე ტური კი, საგარეჯოში 11 ოქტომბერს ჩატარდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო როგორც პროექტის მონაწილეებს, ასევე მის ავტორს და შემოქმედებით ჯგუფს“.
ნინოწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შენგელიძე:
„პროექტი ბევრის მომცემი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ ბავშვებს შეუძლიათ ძალები გამოსცადონ და საკუთარი შესაძლებლობები შეაფასონ. ჩართულობა წელს საკმაოდ მაღალი იყო. არც შედეგებით ვართ მთლიანობაში, უკმაყოფილო. კარგია, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობაში „ეტალონი“ არსებობს და ამდენი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“.
ნინოწმინდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაყვალა ჩალათაშვილი:
„უკვე რამდენიმე წელია, ჩართული ვართ პროექტში. წლების წინ, სადამრიგებლო კლასიდან მყავდა ბავშვი წარდგენილი „ეტალონში“, ტელევიზიით გამოვიდა და ჩვენი სკოლაც ასახელა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ბოლო ტურამდე მივედით, რაც ერთგვარი სტიმულია ჩვენი მოსწავლეებისათვის. ძალიან კარგი იქნება, რომ ისევ გადიოდეს „ეტალონი“ ტელევიზიით. ჩემი აზრით, ბავშვებსაც მეტად დააინტერესებთ და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, რადგან, ვიზუალური მხარე მაინც დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდების დაინტერესებაში“.
პატარძეულის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ნარიმანიშვილი:
„საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი მოსწავლეები, ამ ძალიან საინტერესო პროეტში, რაც მოსწავლეთა ზოგადი ინტელექტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ბევრმა ბავშვმა გამოთქვა პროექტში დარეგისტრირების სურვილი, მათ შორის იმ ბავშვებმაც, რომლებიც გასულ წელსაც იყვნენ ჩართული პროექტში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, კიდევ მეტი კონტინგენტი გვეყოლება“.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:
„მსურველ მოსწავლეთა დასწრების რაოდენობამ გვიჩვენა, რომ პროექტი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მათი უპრეცენდენტო რაოდენობა გავიდა კონკურსში, 80-მდე ბავშვი დარეგისტრირდა და აქედან ყველა ბავშვი გამოცხადდა, ორი საკლასო ოთახი სავსე იყო, რაც, თავისთავად ნიშნავს, რომ პროექტით დაინტერესება მაღალია და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რამდენიც გინდა ელაპარაკე, თუკი მოსწავლეს არ სურს და არ მოსწონს, ის არ მოვა და არ მიიღებს მონაწილეობას პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სკოლაში ახალი დაბრუნებული იყვნენ და ჯერ კიდევ არ იყვნენ შეგუებული სასწავლო პროცესს, მათმა აქტიურმა ჩართულობამ გაგვაოცა. 7 მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში და მჯერა, ჩვენი ბავშვები რაიონში მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერენ“.
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან მამისაშვილი:
„ძალიან დიდი სტიმული იყო ბავშვებისთვის, შარშანდელი ჩვენი შედეგები. ჩვენი მოსწავლე, ახლა უკვე მეთორმეტე კლასელი, გასულ წელს ფინალში გავიდა, რამდენჯერმე ჩვენმა მოსწავლეებმა მესამე-მეოთხე ადგილი დაიკავეს, რამაც მეტი სტიმული მისცა ბავშვებს პროექტში ჩასართავად. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი გვაქვს და მინდა, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ პროექტში ჩვენმა ბავშვებმა“.
საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქვრივიშვილი:
„ძალიან კმაყოფილი ვართ პირველი ტურით, იმიტომ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები დადეს ბავშვებმა. ჩვენს სკოლაში წელს პირველი ტური ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა, რაც გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი იყო ბავშვებისთვის. რაც შეეხება პროექტს, სკოლა უკვე წლებია „ეტალონთან“ თანამშრომლობს და კმაყოფილი ვართ. მეორე ტურში გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სკოლა თავის სათქმელს იტყვის“.
საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო არდაზიშვილი:
„საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ კიდევ მეტ წარმატებას ვისურვებდით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება პროექტს, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების თვითშეფასების უნარის ჩამოსაყალიბებლად, მათი მოტივაციის ასამაღლებლად და გამოცდილების შესაძენად“.
უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ გელაშვილი:
„ჩვენი მოსწავლეები თანდათან მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ამ საკითხს, მეტად შეუყვარდათ პროექტი. შეიძლება მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდნენ მონაწილე ბავშვები, მაგრამ უფრო მაღალი ქულები აიღეს და შესაბამისად, უფრო მომზადებულებიც იყვნენ. „ეტალონი“ არის საგანმანათლებლო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც უარყოფითი მხარე არა აქვს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი, სასურველია და საჭიროა, საზოგადოებამ მის მიმართ მეტი შემხვედრი აქტივობა გამოიჩინოს“.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ: საგარეჯოს მოსწავლეთა საყურადღებოდ
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ელექტრონულ ჟურნალის ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები ჩატარდება - რესურსცენტრებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის რეგისტრაცია 8 სექტემბერს სრულდება
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
„ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შრომა, ცოდნის სიყვარული და მიზნისკენ სვლა ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს“
რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი