სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 
30-09-2019
-
+


2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგი ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 2 ნოემბერს პროფესიული უნარებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

გამოცდების განრიგი

2 ნოემბერი:
პროფესიული უნარები

3 ნოემბერი:
პროფესიული უნარები

4 ნოემბერი:
ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV)

5 ნოემბერი:
ბუნებისმეტყველება (I-VI)
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
მათემატიკა (I-VI)

6 ნოემბერი:
ბიოლოგია
გეოგრაფია
ინგლისური ენა - წერითი ნაწილი
რუსული ენა - წერითი ნაწილი
გერმანული ენა - წერითი ნაწილი
ფრანგული ენა - წერითი ნაწილი
ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი

7 ნოემბერი:
მუსიკა
ისტორია
სამოქალაქო განათლება
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი
ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი
რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი
გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი
ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი
ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი

8 ნოემბერი:
ფიზიკა
მათემატიკა (VII-XII)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ქიმია
სპორტი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: 

  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; 
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. 
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი და ქუთაისი. 

იხილეთ ასევე:  რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება

„ნაეკი“​ ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებულ სტატუსშეცვლილ პედაგოგებს მიმართავს

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება