სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“​ ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებულ სტატუსშეცვლილ პედაგოგებს მიმართავს
25-09-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ნოემბერში დანიშნული საგნის გამოცდის ჩასაბარებლად და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად დარეგისტრირებული პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ნოემბრის გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდში სტატუსი შეეცვალათ რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული საფასური უნდა გადაიხადონ.

„2019 წლის ნოემბერში დანიშნულ ტესტირებაზე დარეგისტრირებულნი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები.

არაერთ მათგანს რეგისტრაციის პერიოდში (2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით) შეეცვალა სტატუსი (ან ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ბაზაში განახლდა რეგისტრაციის დაწყების შემდეგ). ამიტომ ეს პირები არ თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისაგან.

რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული საფასური მათ უნდა გადაიხადონ მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 10:00 საათიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.

თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება და ისინი ტესტირებაზე არ დაიშვებიან“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ბრძანება. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დაგეგმილი გამოცდისთვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის რეგისტრაცია უფასოა, სხვა დანარჩენისთვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება