| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფშავლის სკოლაში კამპანიის ფარგლებში ''ერთი დღე პროფესიაში'' აქცია ''მოსწავლე-მასწავლებელი'' გაიმართა.
XII კლასის მოსწავლე შორენა წიქარაძემ ერთი დღით მასწავლებლის როლი შეითავსა. მან VIII კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარა.
''ძალიან უჩვეულო და საინტერესო გაკვეთილი ჩაგვიტარა შორენამ. ყველანი ხალისით ჩავერთეთ. დრო ისე გავიდა და ზარი ისე დაირეკა, რომ ვერც გავიგეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ'' - აღნიშნეს მერვეკლასელებმა.
გაკვეთილის ორგანიზებაში შორენას სკოლის დირექცია, კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებლები დაეხმარნენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქციის ''მოსწავლე-მასწავლებლის'' მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი