სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა“ - შვედი მოსწავლის ემოციური გამოსვლა გაერო-ს კლიმატის სამიტზე
24-09-2019
-
+


გრეტა ტუნბერგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოზარდია, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო და განაცხადა, რომ მანამდე აღარ ივლიდა სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებდნენ.

16 წლის შვედი ეკოაქტივისტის აქციამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კლიმატთან დაკავშირებული გაფიცვების მოწყობა სხვა ქვეყნების მოსწავლეებმაც დაიწყეს. თავად ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგონამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაერო-ს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

სამიტის გახსნაზე მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა:

„ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!

30 წლის განმავლობაში მეცნიერება მკაფიოდ მიანიშნებდა გლობალური დათბობის საფრთხეზე. თქვენ აცხადებთ, რომ გესმით ის, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. მაგრამ მე არ მჯერა ამის: თქვენ რომ ყველაფერი გესმოდეთ, მაგრამ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებდეთ, ეს იქნებოდა ბოროტება.

პოპულარული წინადადება იმის შესახებ, რომ ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ორჯერ შემცირება მოგვცემს 50%-იან ალბათობას იმისა, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსზე მეტად არ გაიზრდება [XXI საუკუნის ბოლომდე].

შესაძლოა, თქვენ გაწყობთ 50%. მაგრამ ეს პროგნოზი გათვლილია იმაზე, რომ ჩემი თაობა და ჩემი თაობის ბავშვები გაწმენდენ ჰაერს თქვენი ასობით მილიარდი ტონის ნახშიროჟანგის აირისგან ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც თითქმის არც არსებობს. 50%-იანი რისკი ჩვენ არ გვაწყობს - რადგან სწორედ ჩვენ გვექნება საქმე შედეგებთან. თქვენ ჩვენ გვღალატობთ. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენი მომავალი თაობები შემოგყურებენ. და თუ თქვენ მოგვატყუებთ, ჩვენ არასდროს გაპატიებთ. მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები გარდაუვალია, გინდათ ეს თქვენ თუ არა", - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა სამიტზე გამოსვლისას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება