სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რატომ არ აკითხავდა ზურა ბერიკაშვილს ცნობილი მამა სკოლაში
22-09-2019
-
+


„გივის შვილობა“ ახლაც თან სდევს, ბავშვობაში კი, როდესაც სახლიდან მამასთან ერთად გადიოდა, თხუთმეტი წუთის სავალ გზას, ხშირად სამ საათსაც ანდომებდა, რადგან მამას ქუჩაში ყველა აჩერებდა, ესაუბრებოდა, ესიყვარულებოდა... წყნარი და ზედმეტად მორიდებული ბავშვი იყო, თუმცა კარგად ახსოვს, როგორ გადაჭრა რადიატორი კლასელებთან ერთად, გაკვეთილების გაცდენის მიზნით და ამის გამო როგორ დაისაჯა...  

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი etaloni.ge-სთან თავის ბავშვობაზე საუბრობს:

- წყნარი, ზედმეტად მორიდებული და ზარმაცი ბავშვი ვიყავი. ცუდ ნიშნებზე ვსწავლობდი. ორგანიზატორი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შატალოზე ხშირად დავდიოდი, რის გამოც დედა მსჯიდა. როცა ექიმთან, ან სადმე მივდიოდი, თან მამა მიმყვებოდა. ჩემთვის ყოველთვის იცლიდა და მერჩივნა, ის გამყოლოდა. თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ მამასთან ერთად სიარული დიდ დროს მაკარგვინებდა. მაგალითად, 15 წუთის სავალ გზას, ხშირად სამ საათს ვანდომებდით, იმიტომ, რომ გზაში ათასჯერ უნდა გაჩერებულიყო, ყველას გამოლაპარაკებოდა, მოეკითხა, მოსიყვარულებოდა... 

- შვილების სწავლა-განათლებაში თუ ერეოდა ბატონი გივი, გაძლევდათ შენიშვნებს? 

- სწავლის გამო უფრო დედა მსაყვედურობდა, მამა ამ საკითხში არ ერეოდა. პირველ სექტემბერს და სადღესასწაულო ღონისძიებებზე მას ხშირად იწვევდნენ ჩვენთან სკოლაში და ღონისძიების წაყვანას, ან სიტყვით გამოსვლას სთხოვდნენ. მანქანით სკოლამდე ხშირად მივყავდი, მაგრამ იქ იშვიათად შემოდიოდა.

მამას, ზოგადად, ადამიანები უყვარდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ჩვენი უბნის მაღაზიის გოგონებთან ერთად ყავას სვამდა. სახლშიც, როცა ზოგჯერ ძალიან ცუდად იყო, თუ სტუმარი მოვიდოდა, რადიკალურად იცვლებოდა. არაჩვეულებრივად ხდებოდა, როცა პუბლიკას ხედავდა, მაშინვე ფეხზე წამოდგებოდა და ცუდად ყოფნაც ავიწყდებოდა. ამას ვერ ითამაშებ, შეიძლება ერთხელ გამოგივიდეს, მაგრამ ყოველთვის არ გამოგივა. უბრალოდ, ასეთი იყო, ადამიანებთან ურთიერთობა აცოცხლებდა...

- თქვენს პროფესიულ არჩევანზე, ალბათ მამამ მოახდინა გავლენა...

- მამა ამ საკითხში არ ჩარეულა და არც მე მინდოდა მსახიობობა ბავშვობაში. ეს უფრო მეცხრე-მეათე კლასში გადავწყვიტე. ბავშვობიდან, ფაქტობრივად, თეატრში ვიზრდებოდი, სამი წლის ასაკიდან მახსოვს, როგორ დავდიოდი სპექტაკლებზე, ალბათ, ეს დაილექა ჩემს მეხსიერებაში და თავისი გავლენაც მოახდინა. მშობლები არც აღფრთოვანებულან ჩემი გადაწყვეტილებით და არც წინააღმდეგ წასულან, ეს ჩემი არჩევანი იყო.

- მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

- თითქმის ყველა მასწავლებელი მახსოვს და არიან ისეთებიც, ვინც გამორჩეულად მიყვარს, ზოგი უფრო მეტად, ზოგიც, - ნაკლებად,  მაგრამ არ მინდა ეს ხმამაღლა ვთქვა, რომ ვინმეს გული არ დავწყვიტო. თითოეულ მათგანს პატივს ვცემ და ყველა მასწავლებელი, რომელიც მსჯიდა თუ არ მსჯიდა, ახლა დადებითად და თბილად მახსენდება.

- თუ წყნარი და მორიდებული ბავშვი იყავით, რატომ გსჯიდნენ?

- ზოგჯერ ასეც ხდებოდა. ერთხელ, მაგალითად, ძალიან არ გვინდოდა დილიდანვე გაკვეთილებზე დასწრება და გადავწყვიტეთ, რაღაც მოგვეფიქრებინა. ზამთარი დგებოდა და იმ დღეს სკოლაში რადიატორები უნდა ჩაერთოთ... გადავწყვიტეთ, საკლასო ოთახში რადიატორი გადაგვეხერხა, რომ როცა ცხელი წყალი წამოვიდოდა, მილი გამსკდარიყო და გაკვეთილები ჩაშლილიყო... საქმეს ადრიანად შევუდექით, ვიპოვეთ პატარა ხერხი და გამორჩეულ ნაწილს რომ არ დაგვბრალებოდა, მთელი კლასი, ყველა გოგონა და ყველა ბიჭი დავდექით და რადიატორი რამდენიმე ადგილას გადავხერხეთ. ცოტა ხანში, როცა მილებში მდუღარე წყალი წამოვიდა, მართლაც გასკდა ეს რადიატორი, მთელი წყალი იატაკზე დაიღვარა, პარკეტი აიყარა და ატყდა ერთი ამბავი. რას იზამდნენ, მთელ კლასს ხომ არ გაგვყრიდნენ სკოლიდან? თუმცა, იმით დაგვსაჯეს, რომ რამდენიმე დღე გაყინულ ოთახში გაკვეთილებს მაინც გვიტარებდნენ.

 - სპორტზე, მუსიკაზე, ცეკვაზე დადიოდით? კითხვა თუ გიყვარდათ?

- დიდხანს არსად მივლია. თუ სადმე შევიდოდი, მალევე მბეზრდებოდა და თავს ვანებებდი. ცოტა ხანს სუხიშვილების სტუდიაში დავდიოდი, შემდეგ, - პიონერფილმში... სტაბილურად რომ სადმე მევლო, ასე არ ყოფილა. ერთადერთი, სადაც სტაბილურად „დავდიოდი“ და თან არც მბეზრდებოდა, ეზო იყო, - ეზოში ვთამაშობდი ფეხბურთს ყველაზე დიდხანს. კითხვა მიყვარდა. განსაკუთრებით, „სამ მუშკეტერი“ და „დონ კიხოტი“ მომწონდა და  რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.

- რა მოგწონდათ იმ პერიოდის საგანმანათლებლო სისტემაში და რა იყო თქვენთვის მიუღებელი?

- ყოველთვის და ყველა დროში იყო ამ სისტემაში როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარე. ყველა ბავშვს გართობისკენ უჭირავს თვალი, მაგრამ თუ მას სწავლა და განათლების მიღება უნდა, არა აქვს მნიშვნელობა რომელ სკოლაში და თუნდაც, როგორი მეთოდიკით ისწავლის, - ის მაინც სწავლობს და მაინც აღწევს წარმატებას. თუნდაც, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ შეიძლება სადღაც ისეთი მაღალმთიანი სოფლის სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს უმაღლესი შედეგები, სადაც სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. იმ ბავშვს სწავლა უნდოდა და ისწავლა, იმეცადინა, არც რეპეტიტორი ჰყოლია... ისეც ხდება, რომ ბევრი შეძლებული მშობელი დიდ უმაღლესებში უშვებს შვილს სასწავლებლად, მაგრამ წლების შემდეგ ჩამოდიან „ლონდონებიდან“ და ამერიკიდან და აღმოჩნდება, რომ თურმე სანახევროდაც არ ჰქონიათ სწავლა დასრულებული. რა თქმა უნდა, ბავშვს ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი, მაინც მისი ტვინის ხვეულებზე და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

- თავად როგორი მამა და ბაბუა ხართ?  

- ჩემი ორი შვილისა და შვილიშვილისთვის, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მამა და ბაბუა ვარ, მინდა, მათ ყველაფერი გავუკეთო, რაც შემიძლია. მათ გადაწყვეტილებებში არ ვერევი! ან რა აზრი აქვს, ყველაფერს მაინც ისე გააკეთებენ, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ.

„გივის შვილობა“ ახლაც თან მსდევს, ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი მაჩერებს ქუჩაში და გივიზე მელაპარაკება. შეიძლება რაღაცები დამიშავებია და არც სხვისგან გამორჩეული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მამა არასდროს შემირცხვენია. ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ მას ჩემგან წინ დახვედროდეს. თვითონაც ასე ამბობდა და რა ვიცი! ისე, არც არავისგან ითხოვდა ზედმეტ მზრუნველობას და ყურადღებას.

ასაკშიც რომ იყო, 30-კილოგრამიან ტვირთს ისე დაიჭერდა ხელში, არ დაგიძახებდა მომეხმარეო, თუ თვითონ არ დაინახავდი და არ მიხვიდოდი. არ უნდოდა, რამით შეეწუხებინე, ყოველთვის თვითონ იწუხებდა თავს სხვების გამო.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება