| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები: ინგრიდა ლევრენცე, გიედრიუს პუოჯუნასი და კაი კაარელსონი.
სტუმრებს სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, სამშვიდობო - „ბალტიის ჯაჭვის“ აქციას, რომელშიც 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.
წელს მშვიდობიანი მოსახლეობის ამ ცნობილი საპროტესტო აქციიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანადგომას უცხადებს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოსახლეობას და სოლიდარობის მიზნით, საპატიო სტუმრებთან ერთად, გეგმავს სუვერენეული ქვეყნების საპატივცემულო მასშტაბურ ღონისძიებას.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
აზერბაიჯანულენოვან საშუალო სკოლაში წელს 13 პირველკლასელს ელოდებიან