სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას მოზარდების ჯანმრთელობისთვის? - მუსიკის 11 სამკურნალო თვისება
05-09-2019
-
+


მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მას ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი როლი უკავია.

ბევრმა არ იცის, რომ მუსიკას სამკურნალო მიზნებითაც იყენებდნენ. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ "მუსიკას შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს სულის ეთიკურ მხარეზე და რაკი მუსიკას ასეთი თავისებურება აქვს, მაშინ, ცხადია, ის უნდა შეიტანონ ახალგაზრდობის აღსაზრდელ სიაში".

მაშასადამე, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მუსიკას მოზარდების ჯანმრთელობაზე?

  • მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვის ადრეულ განვითარებაში;
  • კლასიკური მუსიკა აუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარებს;
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის მოსაზრებით, მუსიკა მოზარდებს ამშვიდებს და  სტრესის დაძლევაში ეხმარებათ;  
  • 2016 წელს სამხრეთ კალიფორნიაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე და აუმჯობესებს მეხსნიერებას;
  • აშშ-ში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მუსიკას ტკივილის გაყუჩება შეუძლია და ის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
  • იმავე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მუსიკა აწესრიგებს ძილის პრობლემებს. მოზარდები, რომლებიც დაძინებამდე 45 წუთის განმავლობაში უსმენენ კლასიკურ მუსიკას, გაცილებით უფრო მშვიდად და ღრმად სძინავთ;
  • კლასიკური მუსიკის მოსმენის დროს ხდება კუნთის მოდუნება, მუსიკალური რიტმის გაზრდისას ძლიერდებოდა კუნთის შეკუმშვა;
  • მუსიკალური რიტმისთვის ფეხის აწყობა და ცეკვა ხელს უწყობს მოზარდის ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობას;
  • მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის მიმოქცევასა და სუნთქვაზე. ის დიდ როლს თამაშობს მოზარდის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე;
  • 2015 წელს ფინეთში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მუსიკას შეუძლია როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი ემოციების ჩამოყალიბება;
  • გამოკვლევები აჩვენებს, რომ მუსიკა ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ჰორმონების გამომუშავებაზე და ხსნის დაძაბულობას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება