სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეს ლია ნათენაძეს კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს
08-05-2017
-
+


ახალციხის N5 სკოლაში ისტორიის მასწავლებლების ლიდა ბექაურისა და ზაზა ნათენაძის ხელმძღვანელობით სასკოლო კონფერენცია ჩატარდა თემაზე - ''საქართველოს ისტორია და სამცხე-ჯავახეთი''.

კონფერენცია გაგრძელება იყო ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიცირებული პროექტის - ''მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის გასვლითი ექსკურსია გაკვეთილი ახალციხის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში''.  

კონფერენციაში ახალციხის N5 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ: ქეთევან კაჭკაჭაშვილი, ლია ნათენაძე, მარიამ სამსონიძე, ელენე ჩქვანავა, თამუნა გიგოლაშვილი, ლია ივანიძე, მარიამ ლიჩელი, გიორგი ბერიძე, გიორგი ნათენაძე, ქრისტინე მსხვილიძე, ნანული მჭედლიძე, ანი ათუნაშვილ და სალომე დიასამიძე.   
  
სასკოლო კონფერენციაში IXა კლასის მოსწავლე ლია ნათენაძემ გაიმარჯვა. მან მონაწილეობა მიიღო დასკვნით კონფერენციაში, სადაც ისტორიულ თემებზე პრეზენტაციები გააკეთეს ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მე-9 კლასების თითო-თითო წარმომადგენელმა, რომლებიც გამარჯვებულებად გამოვლინდნენ სასკოლო კონფერენციის ორგანიზატორების მიერ. 

ლია ნათენაძის პრეზენტაციის თემა იყო ''მძიმე პერიოდი სამცხე-ჯავახეთში (XIII ს.-დან-  XVIII ს.-მდე)'', ხელმძღვანელი მასწავლებელი ლიდა ბექაური. 

სკოლის დირექციამ და სპმთ პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის და ნომინაციაში ''საუკეთესო პრეზენტატორი'' ლია ნათენაძეს სიგელები და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადასცეს. მოსწავლე სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს ქალაქის მერმა და ადმინისტრაციამ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება