სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ შევარჩიოთ სასკოლო ჩანთა
19-08-2019
-
+


საზაფხულო არდადეგები ნელ-ნელა იწურება და მშობლებიც შვილების სკოლისთვის მომზადებას იწყებენ.  ზურგჩანთა - სასკოლო ეკიპირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ამასთან მისი შერჩევა არც ისე მარტივია.

მოდით გავერკვეთ, რას უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება სასკოლო ჩანთის არჩევისას, რომ ყველაზე მოსახერხებელი, ტევადი და უსაფრთხო ზურგჩანთა შევიძინოთ.

რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება არჩევისას

მყარი შიდა კარკასი - შეუფასებელი პლუსია. იგი ხელს უწყობს დატვირთვის გადანაწილებას უწყობს ხელს. ამასთან ასეთი ზურგჩანთა ფორმას არ კარგავს.

ორთოპედიული ზურგი - ასევე მნიშვნელოვანი დეტალია. იგი ხელს უწყობს დატვირთვის მოსწავლის მთელ ხერხემალზე გადაანაწილებს. გარდა ამისა, ზურგჩანთა ორთოპედიული ზურგით მოსწავლეს ხერხემლის სწორად დაჭერაში ეხმარება. 

კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი, რომელიც წელზე იკვრება. მისი წყალობით დატვირთვის დიდი ნაწილი მხრებიდან მენჯებზე გადავა.

სასკოლო ზურგჩანთა, სავსე მდგომარეობაში, არ უნდა აღემატებოდეს მოსწავლის სხეულის წონის 10%-ს, ამიტომ უკეთესია, თუ მსუბუქ მოდელს შეარჩევთ. 

ზურგჩანთა მოსწავლემ ორივე მხარზე აკიდებული უნდა ატაროს. ჩანთაში ნივთები უნდა განთავსდეს ისე, რომ ყველაზე მეტად მძიმე სახელმძღვანელოები ზურგთან ახლოს განლაგდეს, შესაბამისად, რაც უფრო მსუბუქია წიგნი თუ რვეული ზურგიდან მით უფრო შორს უნდა ჩალაგდეს.

მასალა

იდეალური ზურგჩანთა თოვლში, სიცხესა და წვიმაში ერთნაირად მოსახერხებელი და გამძლე უნდა იყოს. სინათლის ამრეკლავი ჩანართები კი საღამოს ბავშვს დაეხმარება უფრო შესამჩნევი იყოს გზაზე გადასვლისას ან გზის გასწვრივ სიარულისას. სასურველია თუ ჩანთა მარტივად გაირეცხება მტვრისა და მელნისგან. ყველაზე მეტად ამ ამოცანებს ტექსტილის სპეციალური წყალგაუმტარი მასალით დამუშავებული ჩანთები უმკლავდებიან. ბუნებრივი მასალა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მთელი თავისი ღირსებების მიუხედავად, ჩანთას წონას და ფასს მატებს.

რას უნდა მოვერიდოთ

მაქსიმალურად იაფფასიანი ჩანთები, როგორც წესი, მალე ფუჭდება. ეცადეთ ზურგჩანთა ბრმად არ შეუკვეთოთ - შეძენამდე იგი უნდა მოირგოთ და დაათვალიეროთ.



ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოსწავლის სურვილის გათვალისწინება. მშობლებს შეუძლიათ ამოარჩიონ პრაქტიკული მოდელი, მაგრამ ფერი და გაფორმება ბავშვს უნდა მოსწონდეს, რომ სიამოვნებით ატაროს იგი სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება