სიახლეები
სამასწავლებლო

„საუკეთესო მოსწავლეები დამეჩაგრნენ მათემატიკურ ნაწილში“ - როგორ აფასებენ ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს სკოლის დირექტორები
07-08-2019
-
+


საგამოცდო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. მისი თქმით, 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ჩააბარებს 3 გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენებს და მესამე არჩევით საგანს.რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ის სავალდებულო აღარ იქნება. 

ამ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge  სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. 

ბათუმის №23 საჯარო სკოლის დირექტორი დალი დიასამიძე: მე დადებითად ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. ასე გამოკვეთილად არც იყო აუცილებელი უნარების გამოცდა. უმჯობესია საგნებთან კომბინირებულად, შერწყმულად გაკეთდეს ქართულთან ან ისტორიასთან  გადანაწილდეს ის საკითხები რაც იყო უნარებში. საგნის მარტო ცოდნა არ არის საკმარისი, იქ მისი გამოყენება და ზოგადი უნარები სჭირდება ადამიანს, მითუმეტეს აბიტურიენტს.  ძალიან კარგია, რომ ვინც ჰუმანიტარულს აირჩევს, ჰუმანიტარული განხრით წავა ანუ აირჩევს ისტორიას. ვინც ტექნიკური განხრით მიდის აირჩევს მათემატიკას.

ბათუმის №10 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილი: უაზროდ არავინ გააუქმებდა, ალბათ გათვლილი აქვთ შედეგი. ჩემი აზრით, შესაძლოა გადამწყვეტი არა, მაგრამ გარკვეული დადებითი შედეგები უნარების გამოცდას ჰქონდა. ვერ ვიტყვი იმას, რომ თუ უნარების გამოცდა გაუქმდა განათლებას ვეღარ მიიღებს ადამიანი და სპეციალისტი ვერ დადგება ასეც არ არის საქმე, მაგრამ გარკვეული დადებითი შედეგები ჰქონდა ამ კონკრეტულ საგანს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სირთულე ახლდა ამ საგანის გამოცდას აბიტურიენტებში.

თბილისი №166 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე: ზოგადი უნარები მართლა იმ უნარების შემმოწმებელი იყო, რომელიც გააჩნდა ბავშვს, გრანტიც ამაზე იყო დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ეს ზოგადი უნარები უნდა დარჩენილიყო აუცილებელ საგნად. ჩემს მეთორმეტე კლასელებს როდესაც ვესაუბრე ამ თემაზე, მათი პოზიციაც იყო, რომ უმჯობესი იქნებოდა დარჩენილიყო ეს საგანი. ეს ის უნარებია, რომელსაც მთელი 12 წლის განმავლობაში ან იძენს მოსწავლე ან ვერ იძენს. ამიტომ საჭირო იყო სავალდებულო საგნად დარჩენა.

თბილისის №2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი: მე პირადად წელსაც ჩავაბარე უნარები და ჩემი გადმოსახედიდან უნარების გამოცდა  ძალიან კარგია ზოგადად ადამიანის აზროვნების განვითარებაში. ამ საგნის  საერთოდ გაუქმებას და საერთოდ ამოღებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ ლოგიკური უნარები ბავშვის  აზროვნებისთვის კარგის მომტანია ზოგადად, მაგრამ თუკი სხვა საგნებში იქნება გადანაწილებული, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ  ამ გადაწყვეტილებაში. ლოგიკური აზროვნება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ეხმარება   თვითგანვითარებაში.

აბაშის №1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე : რადგანაც არის გაჟღერებული, რომ ეს ლოგიკა რაც გვაინტერესებს რამდენად ლოგიკურად აზროვნებს ბავშვი, იქნება გადანაწილებული იმ საგნების მიხედვით რაც რჩება სავალდებულოდ მაგალითად ქართულში, მაშინ არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას ცალკე ამ საგნის  არ ჩაბარება. თუ საგნობრივად ლოგიკურად კარგად აზროვნებს აბიტურიენტი, ფაქტობრივად მისი ცოდნა და განათლება ჩანს. თუკი სასწავლო პერიოდში ჩვენ გადატანილი გვაქვს განათლება ლოგიკურ აზროვნებაზე, ვინაიდან ლოგიკა ძალიან ბევრ უნარჩვევას  უვითარებს ბავშვებს, აუცილებლად ეს უნდა იყოს ჩატანილი საგნების მიხედვით და სულ არ ვთვლი საჭიროებად რომ იყოს ცალკე საგნად. გეზი არის იქეთკენ, რომ ეს ლოგიკური ნაწილი უნდა იყოს სხვა სავალდებულო საგნებში გადატანილი, რასაც მეც მივესალმები. დადებითია იმ მხრითაც, რომ ცალკე რეპეტიტორებიც არ დასჭირდებათ ბავშვებს, რაც რა თქმა უნდა უკავშირდება ხარჯებს ოჯახისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე: მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს უნარები  არ არის ისეთი საგანი, რომელიც სტუდენტს ვთქვათ არგია სამომავლოდ. რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, მათემატიკა ისედაც რჩება არჩევით საგნად და იქედან შეუძლია აბიტურიენტმა აირჩიოს. ლოგიკური აზროვნება არ არის რა თქმა უნდა უმნიშვნელო, მაგრამ სხვა საგნებთან კომბინაციაშიც შეიძლება ამ საგნის გადატანა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა  კაზრეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორი დინარა პირველი: ჩემი ინფორმაციით უნარების გარკვეული ნაწილი ქართული ენის გამოცდაში გადანაწილდება, არ ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას კონკრეტულად ამ საგნის ცალკე გამოცდად გაუქმებაში. შესაბამის საგნებში გადანაწილდება ლოგიკური ნაწილიც და მათემატიკა ისედაც არის არჩევითი საგანი.

ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა: ზოგადად უნარებსაც და ლოგიკასაც ბავშვს უვითარებს სკოლა და ეს საგანი როგორც ასეთი არც ისწავლება და არც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. ამ უნარებს უნდა უვითარებდეს მოსწავლეს ყველა საგანი ერთად. რა საგნებიც ისწავლება სკოლაში, ალბათ ის უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტშიც. ვთვლი, რომ მაინც არჩევითი უნდა იყოს და არა  სავალდებულო,  მაგრამ მეორე მხრივ მე ვარ არაქართული ენის დირექტორი და ჩვენი მოსწავლეები აბარებენ მშობლიურ ენაზე უნარებს, შესაბამისად ჩვენთვის ეს გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს საშუალება ეძლევა, რომ ერთი გამოცდა ჩააბაროს მშობლიურ ენაზე  და მოხვდეს მოსამზადებელ კურსზე. ამ გამოცდამ გამოიწვია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მაქსიმალური შემოსვლა უმაღლეს სასწავლებლებში. მე ვფიქრობ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს არ შეეხება ეს ცვლილებები და ალბათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე არ გაუქმდება ეს გამოცდა, ეს იქნება ძალიან ცუდი არაქართულენოვანი აბიტურიენტებისათვის, ვინაიდან ისინი  მშობლიურ ენაზე აბარებდნენ ამ გამოცდას.  ეს შეეხება ალბათ ჩემი სკოლის ქართულ სექტორს. 

თბილისის №89 საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა: ზოგადი უნარების საგანი უნივერსიტეტების ასარჩევია და შეუძლია  თვითონ უნივერსიტეტმა დატოვოს, ამიტომ დამოუკიდებლად გადაწყვეტს კონკრეტული უნივერსიტეტი.  თუმცა მე ვთვლი, რომ ზოგადი უნარების განვითარებას ყველა საგანი უნდა უწყობდეს ხელს და ალბათ გარკვეული დოზით თითოეულ საგანში უნდა იყოს ასახული. ყველა საგანში უნდა ხდებოდეს ზოგადი უნარების განვითარება. ეს ელემენტები, ზოგადი უნარები რასაც ჰქვია, ვფიქრობ ცალკე საგანი კი არ უნდა იყოს, არამედ ამ უნარების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საგნებმა. ჩვენ სკოლაში ყველა საგანში ვუვითარებთ ბავშვებს ზოგად უნარებს.

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე: ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ეს გამოცდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ეს საგანი  ზოგადად ამოწმებს მოსწავლის გარკვეულ უნარებს. ვფიქრობ, რომ როდესაც არჩევითი გახდება  აბიტურიენტები თავს აარიდებენ ამ გამოცდას, იმიტომ რომ უჭირთ ჩაბარება. ზოგადად ქართულში ემზადებიან ბავშვები და ვერბალურ ნაწილში მაინც შეუძლიათ მაინც რაღაც საკითხებს ასე ვთქვათ გაარტყან, მაგრამ მათემატიკური ნაწილი უჭირთ და ის უჭირთ და არ იციან რაც უნდა იცოდნენ. ამიტომ ნამდვილად არ მივესალმები ამ გამოცდის ამოღებას.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს №2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გიორგობიანი: მე არ ვარ ამ საგნის ექსპერტი, მაგრამ როგორც დირექტორი და როგორც მასწავლებელი ვფიქრობ, რომ რადგან ბავშვები აბარებენ ქართულის გამოცდას, სადაც შედის ტექსტის წაკითხვა-გააზრება, საჭიროა ანალიტიკური აზროვნება. ასე რომ ცალკე ვერბალური ნაწილი მე აღარ მიმაჩნია საჭიროდ, რომ მოსწავლემ  კიდევ ერთხელ ჩააბაროს ეროვნულ გამოცდაზე  ცალკე საგანად. სხვადასხვა საგნების ჩაბარების დროს თავიანთ უნარებს და შესაძლებლობებს ისინი ამტკიცებენ უკვე როცა დავალებებს ასრულებენ. ამიტომ ვფიქრობ ეს ინიციატივა მისაღები იქნება არამარტო ჩემთვის, არამედ მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვისაც კი.

ხონის №4 საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი: მე ვფიქრობ, რომ არ არის რეკომენდირებული ამ საგნის ამოღება. იმდენად დიდი უნარების მომცემი იყო ზოგადად ბავშვებისთვის და იმდენად ბევრი ჩანდა ამ საგანში, რომ არ აისახება დადებითად აბიტურიენტების განათლების ხარისხზე. უნარები ეს არ არის მხოლოდ საგანი, ეს არის ის რაც სამომავლოდ უნდა გამოიყენოს ადამიანმა  ცხოვრებაში პრობლემის სწორად დანახვა, ლოგიკური დასკვნის გამოტანა. ავითარებს ადამიანში ანალიტიკურ უნარებს  და ასე შემდეგ. ამიტომ ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს ამ საგნის ამოღებას.

დუშეთის მუნიციპალიტეტის აბანოსხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა არაბული: ვფიქრობ, რომ ამ საგანში იჩაგრებოდა ის ნაკადი, რომელსაც არ გააჩნდათ მათემატიკური უნარები. ვინც ჰუმანიტარული კუთხით მიდის მას საერთოდ არ სჭირდება მათემატიკა. ამ კუთხით რაღაცნაირად ახლა თანაბარ პირობებში დგება ყველა აბიტურიენტი. იმ სპეციალობებმა, რომელშიც საჭიროა ანალიტიკური უნარჩვევები და მათემატიკის ელემენტარული  ცოდნა, ალბათ თვითონ უნდა შეიტანონ და სავალდებულოდ ჩათვალონ ეს საგანი. ზოგი საერთოდ ვერ ერკვევა მათემატიკაში ამით იჩაგრებოდა ის აბიტურიენტი, რომელსაც არ გააჩნდა მათემატიკური უნარჩვევები. ახლა რაღაცნაირად თანაბარ პირობებში ჩადგა მოსწავლეები და მე ამას მივესალმები რადგან მქონდა შემთხვევა და საუკეთესო მოსწავლეები დამეჩაგრნენ მათემატიკურ ნაწილში.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება