| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დილისკის N1 სკოლა CENN–ის მიერ ინიცირებულ პროექტებში მესამე წელია აქტიურად არის ჩართული.
ტრენერ-მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამჯერად მონაწილეობა მიიღეს ახალ პროექტში - ''ეს ჩემი ტყეა''.
პროექტი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს სტატიები გარემოსდაცვით თემაზე, მათ კონკურსისთვის გადაიღეს გარემოსდაცვითი პრობლემის ამსახველი ფოტოები;
დააფიქსირეს გარემოს დაბინძურების ფაქტი, ხე–ტყის უკანონო ჭრა, ტყის დეგრადირებული მონაკვეთი.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეში მოაწყვეს დასუფთავების აქცია, რომელიც დააფინანსა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ ტყის შესახებ სოფლის უხუცესებისგან, გააფორმეს კედლის გაზეთი, მოამზადეს და თანატოლებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები: ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიები“, ,,ნარჩენებისლპობის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები“, ,,ნაგავსაყრელები“, ,,ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში“, ,,სოფელი დილისკა“ და ა.შ
პროექტის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფელში არსებული ბუნებრივი ნარჩენების, ნაგავსაყრელებისა და გამოყენებული საწვავი მასალის შესახებ, შექმნეს ბუკლეტები, დაარიგეს მოსახლეობაში.
მოსწავლეები შეეცადნენ გაევლოთ ნიკო კეცხოველის ერთ-ერთ წიგნში აღწერილი მარშრუტი. აღწერეს სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში გაშენებული ტყის ისტორია.
ინიციატივა განხორციელდა CENN–ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები იყვნენ: გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროები.
სკოლის მასწავლებელს იამზე მსხვილიძეს გადაეცა სერტიფიკატი ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში შეტანილი წვლილისათვის და ასევე ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე დილისკის N1 სკოლას სამახსოვრო სერტიფიკატი.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ