სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დახურული კითხვები უფრო რთული იყო, ტექსტის გააზრება კი 13 ივნისის ტრაგედიაზე იყო“ - აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აფასებენ
16-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ. როგორც პირველი სესიიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, წელს გეოგრაფიის ტესტში განხორციელებულ ცვლილებებს მის სირთულეზე დიდად არ უმოქმედია. ამასთან, აბიტურიენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დახურული კითხვების დაწერა უფრო გაუჭირდათ, ვიდრე ღია კითხვების.

„მე არ ვმეცადინეობდი, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, რთული არ ყოფილა. რუკები გვქონდა მსოფლიოსი, საქართველოსი და ტოპოგრაფიული, თუმცა ბევრი საკითხი არ ყოფილა. გასააზრებელი იყო ტექსტი - 13 ივნისის თბილისის წყალდიდობასთან დაკავშირებით იყო კითხვები“, - გვითხრა ელენე ყიფიანმა.

„იყო საკითხები, რაც გამიჭირდა, თუმცა მაინცდამაინც რთული არ ყოფილა, უმეტესად მსოფლიო რუკიდიან იყო საკითხები. ასევე რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთის კურორტებზე იყო საუბარი, შოვის კურორტზე იყო კითხვები. ზოგადად, ტესტები უფრო გამიჭირდა, ვიდრე ღია კითხვები და საწერი“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ზოგადად, რთული არ იყო, თუმცა გვქონდა ტექსტის გააზრება - 13 ივნისის ტრაგედიაზე იყო, ვერეს ხეობა რომ ადიდდა. ძალიან ბევრი სააზროვნო დავალება იყო. წინა წელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, ოდნავ გართულებულიც კია“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა .

„ცვლილება ისეთი არაფერი ყოფილა, შემოსახაზები ნაკლებად იყო, რუკაზე იყო მოსაძებნი საკითხები, მაგრამ იმდენი დრო იყო, რომ თავისუფლად შეგეძლო მშვიდად მოგეძებნა ყველაფერი. ტექსტი იყო გასააზრებელი ვერეს ხეობის წყალდიდობაზე. ასევე შოვის კურორტზე იყო დასმული კითხვები“, - აცხადებს აპლიკანტი.

„რთული არ იყო, მარტივი იყო. რუკიდან მოსული კითხვები და ტექსტები უფრო გამიმარტივდა. ზოგიერთი კითხვა თანამედროვე სიტუაციებს ეხებოდა, მაგალითად, 2015 წლის წყალდიდობაზე იყო და ამან უფრო გამიმარტივა დაწერა. ტოპოგრაფიული რუკიდან უფრო იყო კითხვები, საქართველოს რუკიდან საერთოდ არ ყოფილა კითხვა. მოკლედ ღია კითხვები მარტივი იყო. დახურული კითხვები  უფრო გამირთულდა“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ; პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 96%- მდე აპლიკანტი გამოცხადდა. მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

წელს გეოგრაფიაზე 7 500-მდე ადგილია გამოცხადებული და 11 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება