სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის №5 სკოლაში ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ემოციითა და გულისტკივილით იყო სავსე
27-04-2017
-
+


ახალციხის№5 სკოლაში გაიმართა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საღამო სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით, ემოციითა და გულისტკივილით:

''საღამო ჩატარდა მე-9 კლასის მოსწავლის თეონა დალალიშვილის ინიციატივითა და ორგანიზატორობით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით. მან თავის მეგობრებთან ერთად სკოლის სცენაზე გააცოცხლა ნიკოს გომელაურის პოეზია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.''

 

''სასწაულები ხდება წამებში''

ნიკო გომელაური

    ,,სულ პატარა ვიყავი როცა დედაჩემის  ქუსლიანი ფეხსაცმელებით, მოპარული პუდრი–პომადით სარკის წინ ვიპრანჭებოდი, მიმიკებს ვიცვლიდი და მსახიობებს ვბაძავდი... შემდეგ ჩემს შეგნებულ აზროვნებაში გაჩნდა მარცვალი მომავალ პროფესიაზე. მიყვარს თეატრი, კინო, მსახიობები, პოეტები,მხატვრები... სკოლაში შესასწავლ მწერლებთან ერთად გავეცანი სხვებსაც და შემიყვარდა ნიკო გომელაურის შემოქმედება, მისი ლექსები, როლები,ცხოვრების ეპიზოდები.გული მტკივა მის ბედისწერაზე... ვინ იცის რამდენი რამ დარჩა უთქმელი, ხორცშესასხმელი...

  2017წელს გავბედე და ნიკოს პოეზია სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობრების ანანო წიქარიშვილის, მარიამ კვინცხაძის, თამარ ბერიძის, ლანა ღვალაძის, გვანცა ბალახაშვილის დახმარებით მოკრძალებულად გავაჟღერეთ...

   ნიკო ამბობს: ,,სასწაულები ხდება წამებში“, მართლაც მოხდა სასწაული– მიგვიღო და ტაში დაგვიკრა სკოლის დირქტორმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, თანატოლებმა და ჩემმა საყვარელმა მშობლიური ენის მასწავლებელმა.

     მაპატიეთ ჩემი სითამამე და ვიტყვი ნიკოსეულად – ნუ დავუწყებთ ძებნას წამებს დასაწუნს, ნუ დავცინებთ ერთმანეთს ზურგის არეში...

  მადლობა ჩემს სკოლას თანადგომისთვის, იმისთვის, რომ მომცა ეს  სითამამე, შემაყვარა პოეზია.

 ჩემო პედაგოგებო, მშობლებო, თანატოლებო, მეგობრებო მჯერა რომ, თუ ერთმანეთის სიყვარული და ნდობა გვექნება, წუთში ვიხილავთ სამოც სასწაულს რადგან სასწაულები ხდება წამებში!!!“

ავტორი: თეონა დალალიშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება